თუ სიმდიდრის მოპოვება თქვენი მიზანია, აუცილებლად დაგჭირდებათ ბევრი შრომა მის მისაღწევად. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების უმეტესობა მიღწეულ შედეგამდე შემთხვევით ან მხოლოდ იღბლის წყალობით არ მისულა. მათ სიმდიდრის მოსახვეჭად რთული, შრომატევადი გზის გავლა და ახალი უნარჩვევების გამომუშავება დაჭირდათ.

გინდათ გახდეთ მდიდარი? ამისათვის მნიშვნელოვანია გაიაზროთ, რომ თქვენ უნდა იმუშაოთ არა სხვისთვის, არამედ საკუთარი მიზნების მისაღწევად. თვალი გადავავლოთ წარმატებული ადამიანების რჩევებს და გამოვიყენოთ ისინი ჩვენი როგორც გრძელვადიანი, ასევე უახლოესი გეგემების განსასაზღვრად, რომელიც დაგვეხმარება მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

პირველ რიგში, დაიმახსოვრეთ, რომ წარმატებული ადამიანები არ აკეთებენ არჩევანს, ისინი ქმნიან მას. უფრო გასაგები რომ იყოს რა იგულისხმება ამაში გეტყვით, რომ მაგალითად, თუ ადამიანების უმეტესობა ცდილობს გააკეთოს არჩევანი „ა“ და „ბ“ სვეტებს შორის, მიზანდასახული ადამიანები ყოველთვის ითვალისწინებენ მათ და ამის საფუძველზე ქმნიან საკუთარ „გ“ სვეტს, რომელიც უნიკალურია.

გარდა ამისა, ყოველთვის მოუსმინეთ თქვენ შინაგან ხმას. იყავით დარწმუნებული თქვენ გადაწყვეტილებასა და არჩევანში და ნუ მიაქცევთ ზედმეტად დიდ ყურადღებას გარშემო მყოფების სხვადასხვა რეპლკებსა და რჩევებს. იმოქმედეთ კონკრეტული გარემოების შესაბამისად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პატივი არ ცეთ გარშემომყოფების აზრს, თუმცა უმჯობესია ის შეაჯეროთ თქვენ საკუთარ მოსაზრებებთან და ისე იმოქმედოთ. თქვენ უნდა გაიაროთ თქვენი წილი ცხოვრება და არა სხვისი გასავლელი გზა.

ბუნებრივია მხოლოდ ყველაფერი ზემოთხსენებული სიმდიდრეს ვერ მოგიტანთ და გარკვეული ქმედებების განხორციელებაც აუცილებლად დაგჭირდებათ. პირველ რიგში, თუ თქვენ არასოდეს გიფიქრიათ თანხის მოგროვებაზე, დროა დაიწყოთ ფინანსური რეზერვის შექმნა.

*რეკლამა

როდესაც ადამიანები ყოველთვიურ გადასახადებსა და სხვადასხვა გარდაუვალ ხარჯებს გადაიხდიან, ბუნებრივია საფულე საკმაოდ დაცარიელებული ეჩვენებათ. არსებობს კატეგორია, რომელიც მიუხედავად ამისა, მაინც ცდილობს თუნდაც მცირეოდენი თანხა გადაინახოს და ნელნელა მოაგროვოს ფინანსები სხვადასხვა საჭიროებებისა და მიზნებისათვის. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი ადამიანების რიცხვი არც თუ ისე ბევრია. კარგი იქნება, თუ ნებისმიერი ჩვენგანი შეძლებს გამოიმუშაოს თანხის შეგროვების უნარი. ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ შეინახოთ თანხის ისეთი ოდენობა, რომ მთელი თვის განმავლობაში თავის გატანა მიზერული ფინანსებით მოგიწიოთ, თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ დაგროვება მცირე თანხებით და შესაძლებლობის გათვალისწინებით ყოველთვიურად დაამატოთ მას დანაზოგი.

საკმაოდ კარგი საშუალებაა გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების განსაზღვრა. კარგად დაფიქრდით და დაწერეთ გეგმა, რისი მიღწევა გსურთ მაგალითად 5 წლიან პერსპექტივაში და ეს მიზანი დაყავით მცირე ნაბიჯებად, ქვე-მიზნებად, რომლებსაც ნელ-ნელა, თანაბარზომიერად განახორციელებთ ამ გეგმის მოქმედებისას.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი მნიშვნელოვანი ფაქროტიც, როგორიც განათლებაა. იმისთვის, რომ მიაღწიოთ დასახულ მიზანს, სასურველია მიიღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იმ სფეროში, რომლითაც ხართ დაკავებული ან რომელშიც გსურთ მომვალში მოღვაწეობის გაგრძელება. იკითხეთ რაც შეიძლება ბევრი. თუ დავუჯერებთ სხვადასხვა ტიპის კვლევებს, წარმატებული, მდიდარი ადამიანების თითქმის 90%, ყოველდღიურად მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში კითხულობს და ეცნობა სიახლეებს. ამას ისინი პირველ რიგში თვითგანვითარების მიზნით აკეთებენ. რაც უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებთ, მით უფრო მარტივი გახდება თქვენთვის მაღალი მწვერვალების დაპყრობა ფინანსური თავლსაზრისით.

თუ თქვენ გექნებათ სათანადო განათლება, მარტივად შეძლებთ იმ გარემოს კონტროლს, რომელშიც გიწევთ ყოველდღიურად საქმიანობა. თუმცა გარემოზე მეტად, მნიშვნელოვანი თქვენი ემოციების კონტროლია. მიზნის მისაღწევად ძალზე მნიშვნელოვანია ბევრი იმუშაოთ საკთარ თავზე, რომ შეძლოთ თვითკონტროლი. აუცილებელი არ არის ყველა ემოცია გამოხატოთ. ზოგჯერ, უმჯობესია თავი შეიკავოთ რაიმეს თქმისგან, ვიდრე ხმამაღლა თქვათ ყველაფერი და ამით დააზარალოთ არამხოლოდ საკუთარი თავი, არამედ გარშემომ მყოფებიც. ისაუბრეთ რაც შეიძლება ცოტა და მოისმინეთ გაცილებით მეტი.

და რაც ყველაზე მთავარია, არასოდეს დანებდეთ. დაისახეთ მიზნები და არ იოცნებოთ, რადგან ოცნების ასრულება ბევრად რთულია, ვიდრე სწორად დასახული მიზნის. ბოლომდე იბრძოლეთ შედეგის მისაღებად. წარმატებულ ადამიანებს ყოველთვის გამოარჩევს ბრძოლისუნარიანობა. არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის სირთულის წინაშე აღმოჩნდებით, მთავარია არასოდეს გაჩერდეთ და გააგრძელოთ გზა მიზნის მისაღწევად.