ძვირადღირებული ნივთების ყიდვისას, ყოველთვის არ არის შესაძლებელი საკუთარი თანხით ვიყიდოთ ესა თუ ის ნივთი. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მივმართავთ საბანკო სესხს. იმისათვის რათა დავადგინოთ, თუ რომელი კრედიტის აღება უფრო ხელსაყრელია ჩვენთვის, საჭიროა ჩატარდეს შედარებითი ანალიზი.

სამომხმარებლო სესხის უპირატესობები

სამომხმარებლო სესხის უპირატესობა ისაა, რომ შეგვიძლია შევიძინოთ ძვირადღირებული ნივთი ხანგრძლივი ვადით. გარდა ამისა სამომხმარებლო სესხს არ ესაჭიროება სესხის უზრუნველყოფა, როგორც ამას ითხოვენ იპოთეკური სესხის შემთხვევაში. ეს თავიდან გვაცილებს დამატებით იურიდიულ ფორმალობებს. უმეტეს შემთხვევაში სამომხმარებლო კრედიტები განსხვავდება ბანკებისა და კრედიტორების მიხედვით. სამომხმარებლო სესხით შეძენილი ნივთი ხელსაყრელია მომხმარებლისთვის იქიდან გამომდინარე, რომ იგი იცავს მას, მომავალში შეძენილი ნივთის ფასის მატებისგან. ანუ, თუ საბაზრო ღირებულება გაიზრდება ამა თუ იმ ნივთის, სამომხმარებლო კრედიტით შეძენილი ნივთის ფასი ჩვენთვის რჩება უცვლელი.

სამომხმარებლო სესხის სუსტი მხარეები

სამომხმარებლო სესხებს თითქმის არ აქვს უარყოფითი მხარეები, გარდა მისი მაღალი საპროცენტო განაკვეთისა. სამწუხაროდ, ბანკების უმეტესობა მომხმარებლებს უმალავენ რეალურ საპროცენტო განაკვეთს, ამის გამო, ჩვენ ნებისმიერი სესხის აღების დროს უნდა გამოვთვალოთ სესხის საპროცენტო განაკვეთი.

ავტოკრედიტის პლიუსები

*რეკლამა

ავტო სესხის აღების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ახალი, ან მეორადი ავტომანქანა, რომლის ტარების უფლებაც მას ყიდვისთანავე აქვს. ბანკები ავტო სესხისთვის გასცემენ ავტომობილის ღირებულების 70-80 %, 20-30 % კი მომხმარებელმა თავად უნდა დაფაროს.

ავტოსესხის სუსტი მხარეები

ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მხარე ავტო სესხის შემთხვევაში არის მხოლოდ ის, რომ ავტო სესხი დაფინანსებულია კონკრეტულად იმ მანქანისთვის, რომელიც წინასწარ გქონდათ შერჩეული და მას ვეღარ შეცვლით. ნებისმიერი ავტო სესხის შემთხვევაში, ბანკი მყიდველს ავალდებულებს დააზღვიოს ავტომანქანა, რათა ავტომანქანის დაზიანების, ან უბედური შემთხვევის დროს, ფინანსური ვალდებულებები აანაზღაურო სადაზღვეო კომპანიამ. ავტომანქანის დაზღვევა მოგიწევთ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ კრედიტს არ დაფარავთ.

კიდევ ერთი სუსტი მხარე ავტო სესხისა არის ის, რომ თანხის დაფარვამდე, ავტომობილი ექნება დაყადაღებული ბანკს, რომლის ვერც გაყიდვას შეძლებთ სესხის დაფარვამდე და ვერც გაჩუქებას.

უბრალოდ, როდესაც ძალიან უნდა ადამიანს ავტომანქანის შეძენა. მაშინ, როდესაც ამდენი საკრედიტო დაწესებულებებია და გვთავაზობენ სესხის აღებას, უნდა ავიღოთ თუ არა სესხი ყოველთვის? ჩამოვთვლით რამოდენიმე მიზეზს, თუ რატომ არ უნდა ავიღოთ ავტო სესხი.

მიზეზი პირველი: თქვენ არ გაქვთ პირეველადი შესატანი თანხის ოდენობა. სესხის აღებას, როდესაც თქვენ არ გაქვთ პირველადი შესატანი თანხა, აზრი არ აქვს. არა მხოლოდ, იმიტომ, რომ თქვენ პირველადი შესატანი თანხა არ გაქვთ, არამედ იმიტომ, რომ ასეთი შენაძენები დგას ეჭვ ქვეშ. ალბათ, ჩვენ უნდა ყურადღება უნდა მივაქციოთ უფრო იაფიან მოდელების მანქანებს ან მოვძებნოთ დამატებითი შემოსავლები. თუ თქვენ ჯერ არ დაგიზოგავთ თანხა ავტომობილის შესაძენად პირველადი შენატანისთვის, უმჯობესია,თუკი რამოდენიმე თვე შეიკავებთ თავს ავტო სესხისთვის და გააკეთებთ დანაზოგს. არა მხოლოდ თანხის დაზოგვას შეძლებთ პირველადი შენატანისთვის, არამედ, თქვენ დარწმუნდებით იმაში, შეგიძლიათ თუ არა თქვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით სესხის დაფარვა.

მიზეზი მეორე: თქვენ არ ხართ დარწმუნებული თქვენს შემსავლებში. სინამდვილეში, ასეთ შემთხვევაში არანაირი კრედიტის აღებას არ აქვს აზრი და არც უნდა აიღოთ. მსესხებელი ფიქრობს, რომ თუ იგი ვერ შეძლებს თანხის გადახდას ბანკისთვის, ბანკი წაიყვანს ავტომობილს და აღარ გექნებათ ვალი. სინამდვილეში თქვენ დაზარალებული რჩებით. გარდა იმისა, რომ არ იცით, ბანკი რა თანხად შეძლებს თქვენი ავტომობილის გაყიდვას, ასევე თქვენი გადახდილი პირველადი შენატანი, რომელიც შეადგენს 20-30 % გეკარგებათ. ასე,რომ ყველა შემთხვევაში, თქვენ დაზარალებული ხართ. თუ არანაირად არ გიხერხდებათ ბანკის კრედიტის გარეშე ავტომანქანის შეძენა,მაშინ გარდა პირველადი შენატანისა, თქვენ უნდა გქონდეთ გარკვეული თანხა დანაზოგზე, რათა, ფინანსური პრობლემების შემთხვევაში თქვენ გქონდეთ გარანტია იმისა, რომ შეძლებთ ავტო სესხის დაფარვას. დაფიქრდით, ავტო სესხის გაკეთებემადე.