რას ნიშნავს გიყვარდეს ფული? ამ კითხვაზე ყველას სხვადასხვანაირი პასუხი ექნება, თუმცა ყველაზე ხშირად მოისმენთ იმას რომ ხალხი ვისაც ფული უყვრას უპირატესობას ანიჭებს მატერიალური ფასეულობებს და ამაში ისინი ცდებიან. რა თქმა უნდა ამ საკითხს განხილვა ესაჭიროება და ასე უბრალოდ არ შეიძლება დატოვება, რადგანაც ფინანსები ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის რომ ჩვენი ცხოვრების სტილი სრულყოფილი და მომავლისთვის შესაფერისი იყოს.

ზოგადად რომ ვთქვათ, გამოიყოფა ადამიანების ორი კატეგორია: ის ვისაც უყვარს ფული და ის ვისაც არა. განვმარტოთ ეს ორი კატეგორია რადიკალურად. ის ვისაც უყვარს ფული არის ადამიანი რომელიც ყველაფერს გააკეთებს რათა მიიღოს ფული, ადამიანი რომელიც მუშაობს არა იმიტომ რომ სიამოვნებს თავისი საქმის კეთება, არამედ იმიტომ რომ თვის ბოლოს მას ეკუთვნის ფულადი გასამრჯელო თავის მიერ შესრულებულ საქმიანობისთვის, ეს არის ადამიანი რომლისთვისაც ახალი ნივთის შეძენა არ არის პრობლემა, რადგანაც მას თავისუფლად შეუძლია აიღოს სამომხმარებლო ონლაინ სესხი და ჩვეულებრივად გააგრძელოს ცხოვრება. მეორე მხრივ, ადამიანი რომელსაც არ უყვარს ფული გაცილებით განსხვავებულად ეკიდება თავის ფინანსებსა და სამსახურს რისი მეშვეობითაც იძენს ფულს. ზოგიერთისთვის ასეთი ადამიანი წარმოდგება როგორც თავისი სამუშაოს მოყვარული პიროვნება, იგი თავის საყვარელ საქმეს აკეთებს და შეიძლება სულაც არ ფიქრობს ფულადი ანაზღაურებით მიღებულ სიამოვნებაზე, ასეთი ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმ მატერიალურ ფასეულობებს რასაც ასე დადებითად უყურებს ადამიანი რომელსაც უყვარს ფული. ამ ორი კატეგორიის ასე რადიკალურად განხილვა მოგვცემს იმას რომ არსებობს მხოლოდ ორი ტიპის ადამიანი და ამით დასრულდა ყველაფერი! თუმცა, მსოფლიოში 7 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და არ შეიძლება მათი ასე შემოსაზღვრა, რა თქმა უნდა ამ ორ კატეგორიას თავისი ვარიაციები აქვს და შესაძლოა ვიღაცას უყვარდეს ფული, მაგრამ კომპრომისზე მიდიოდეს და არ ფლანგავდეს მას, ან დაბალ ხელფასს იღებდეს სასურველი სამუშაოს შესასრულებლად, შეიძლება ადამიანს არ უყვარდეს ფული, თუმცა დროგამოშვებით საკუთარ თავსაც ასიამოვნოს და შეიძინოს რაიმე მატერიალური ფასეულობა.

და მაინც, რას ნიშნავს გიყვარდეს ფული? ეს გულისხმობს იმას რომ თქვენ ხართ წამსვლელი საკმაოდ ბევრ ნაბიჯზე რათა მიიღოთ დიდი სახელფასო გასამრჯელო. ჩვენ ვიცით რომ ყველას უნდა ფული! გამორიცხულია არსებობდეს ადამიანი რომელიც ყოველდღე ერთხელ მაინც არ ფიქრობს ფულზე, ფულთან გათანაბრებულ მატერიალურ ვალუტასა ან მსგავსი მიზნით გამოყენებულ ფასეულობაზე. რა თქმა უნდა გსმენიათ საბროკერო და საბანკო ინდუსტრიის შესახებ მცირედი მაინც, გსმენიათ რამდენად მომგებიანი საქმეა გასცე ონლაინ სესხი ან დაეხმარო მესამე პირს თავისი ფინანსური სახსრების დაბანდებაში.ხშირად, გასაუბრებებზე საბროკერო კომპანიაში, კანდიდატებს ეკითხებიან თუ რატომ გადაწყვიტეს ამ სფეროში დასაქმება და რა არის მათი სამომავლო მიზნები? როგორც წესი, კანდიდატი ამბობს რომ ამ სფეროს დიდი ინტერესი აქვს და თვლის რომ ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს ამ კომპანიას, მიიღებს მრავალფეროვან გამოცდილებას მათთან მუშაობით და ა.შ. თუმცა, რეკრუტერმაც და კანდიდატმაც კარგად იციან რომ მთავარი მიზანი ასეთ კომპანიაში მისვლისა არის ფულის მიღება, მაღალი სახელფასო განაკვეთი. და მინდა გითხრათ რომ თუ კი რეკრუტერს ეტყვით რომ თქვენი ამ სამუშაოზე მისვლის მიზეზი არის მაღალი ხელფასის მიღება, მასზე ცუდ შთაბეწდილებას ნამდვილად არ დატოვებთ, რადგანაც ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ბროკერის ან გაყიდვების აგენტის პოზიციაზე. საბროკერო ფირმები ფაქტიურად ითხოვენ ისეთ კანდიდატებს რომელთაც უყვართ ფული და შეუძლიათ მეტი ფულის მიღებისთვის იბრძოლონ, დაითანხმონ კლიენტები და მოუტანონ კომპანიასა და საკუთარ თავს უფრო მეტი შემოსავალი.

გამოდის რომ, ფულის სიყვარულმა შესაძლოა საკმაოდ კარგი და მომგებიანი სამსახური დაგაწყებინოთ. ყველა კომპანიის მიზანია მაღალი გამომუშავება, მაგრამ თუ კი მისი დასაქმებულების მიზანიც ეს არ იქნება, მაშინ ამ მიზნის მიღწევა ცოტათ გაჭირდება. თუმცა რა თქმა უნდა ასეთ სამსახურზე ყველა ვერ იტყვის კის. პიროვნებას და მის შესაძლებლობებს გააჩნია, რამდენად აქვს დარწმუნების უნარი, რამდენად აქვს მაღალი სერვისის ხარისხი და ა.შ. მათთვის ვინც რთულად უყურებს ამ საქმეს, მაგრამ მაინც უყვარს ფული, სხვა მეთოდებიც არსებობს რომ დაიკმაყოფილონ თავიანთი მატერიალური ფასეულობების ფლობის სურვილი.

*რეკლამა

ბოლო პერიოდში, საქართველოში საკმაოდ პოპულარული გახდა ონლაინ სესხი და მისი გამცემი კომპანიები. ზოგი ონლაინ სესხს იყენებს მიზნობრივად, გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით და რაიმე პრობლემის მოსაგვარებლად. ზოგიერთი კი უბრალოდ იმისათვის მიდის ამ მომსახურების მიღებაზე რომ ჰქონდეს ფული, ჰქონდეს დამატებითი ფულადი რესურსები რასაც სურვილისამებრ გამოიყენებს ნებისმიერ დროს, გაფლანგავს როგორც უნდა და ა.შ. ფულის მოყვარულთათვის და ზოგადად მათთვის ვინც სარგებლობს სამომხმარებლო სესხებით და აპირებს ონლაინ სესხის აღებას, კარგი რჩევა იქნებოდა თუ კი ვიტყოდით რომ სიფრთხილე, წინდახედულობა და მეტი განათლების მიღება გესაჭიროებათ. განათლება არ გულისხმობს 4 წლიანი საუნივერსიტეტო კურსის გავლას ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცა ეს რა თქმა უნდა გულისხმობს დამატებითი ინფორმაციის მოძიებას ონლაინ სესხების შესახებ. სხვადასხვა წყაროსგან ინფორმაციის მიღება და სხვადასხვა სასესხო შემოთავაზებების შედარება გარდაუვალია მაშინ როდესაც ფიქრობთ რომ აიღოთ ონლაინ სესხი. არსებობს მრავალი წყარო, ინტერნეტი, მეგობრები, ტელევიზია, გაზეთები, საიდანაც შეგიძლიათ ინფორმაციის მიღება, თუმცა მნიშვნელოვანია აარჩიოთ სანდო წყარო, რომელსაც ენდობით და რომელიც გთავაზობთ დიდი რაოდენობის ინფორმაციას. ფულის სიყვარული მთლად ცუდი არ არის, თუმცა რა თქმა უნდა ფულის მოყვარულებს ჰმართებთ დიდი სიფრთხილე.

ამბობენ რომ ფულის სიყვარული ყველანაირი ბოროტების წყაროა და მათ ვინც ფულს ამხელა პატივს სცემს უარყოფითად უყურებენ, ზოგჯერ განიკითხავენ კიდეც. თუმცა, მინდა ვთქვა რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე როგორც მას სურს, აკეთოს ის რაც მას სურს და იყოს თავისუფალი, თუ კი ეს სხვის თავისუფლად ცხოვრებას არ უშლის ხელს. ამ შემთხვევაში ხდება ფულის სიყვარული როგორც ფულის მოყვარული ადამიანისთვის, ასევე მისი გარშემომყოფებისთვის ცუდი. მაშინ როდესაც სხვა ადამიანის უფლებები ირღვევა იმისათვის რომ ფულის მოყვარულმა პირმა მიიღოს რაც შეიძლება მეტი ფინანსური სახსრები, ეს უკვე ამორალური და ზოგჯერ არაკანონიერიც კი ხდება.

ზოგი ფიქრობს რომ ადამიანი არ უნდა მალავდეს თავის სიყვარულს ფულისადმი. თუ კი გიყვარს ფული მაშინ უნდა იბრძოლო იმისათვის რომ მიაღწიო სასურველ მიზანს და ნამდვილად გქონდეს იმდენი ფინანსური შემოსავალი რომ ამაყობდე საკუთარი თავით.

თუ კი გიყვარს ფული:

  • უნდა ისწავლო კარგად და ბეჯითად სკოლაში
  • უნდა დაისახო სამომავლო გეგმები
  • უნდა ჩააბარო უნივერსიტეტში სადაც გეცოდინება რა გინდა რომ ისწავლო და აკეთო
  • უნდა დაიწყო მუშაობა იქ სადაც იცი რომ დიდი ფული კეთდება
  • უნდა იმუშაო ისე რომ შენი საქმე ჩანდეს
  • უნდა იმუშაო ძლიერად
  • უნდა იღწვოდე მწვერვალებისაკენ
  • შესაძლოა წახვიდე იმ რისკზე რომელიც გულისხმობს საკუთარი კომპანიის და ბიზნესის წამოწყებას
  • შესაძლოა ისეთი რაოდენობის ფინანსური რესურსები მოაგროვო რომ იგრძნო სრული ფინანსური თავისუფლება
  • შესაძლოა ისეთი რაოდენობის ფინანსური რესურსები იშოვო, რომ ეხმარებოდე ხალხს როგორც ფინანსურად, ისე მორალურად
  • შესაძლოა მიაღწიო ისეთ მდგომარეობას რომ საკუთარი თავის და სტილის გამოსახვის უნარი განავითარო და კომპლექსებიც გააქრო
  • შესაძლოა საბოლოოდ დაანებო ფულის გულისთვის მუშაობას და დაიწყო საქმის კეთება იმისათვის რაც გიყვარს ან შეასრულო სასურველი საქმე რაც აქამდე მხოლოდ
  • ჰობი იყო შენთვის

საბოლოოდ, ფულის სიყვარული ნიშნავს იმას რომ ადამიანს სურს იყოს მატერიალურად უფრო შეძლებული ვიდრე ახლა არის. ფულის სიყვარული ნიშნავს იმას რომ ამ ადამიანს აქვს დასახული კონკრეტული მიზნები და მზად არის იბრძოლოს მათთვის. ფულის სიყვარული გულისხმობს ცუდს და კარგს ერთდროულად. ამ უარყოფით და დადებით მხარეებს დაბალანსება სჭირდება, ადამიანმა ისე უნდა მოაბრუნოს ეს სიტუაცია თავისი სასარგებლო მხარისაკენ რომ არ გაიფუჭოს ფინანსური მდგომარეობა, არ აზარალოს სხვა და ამვდროულად მიაღწიოს სასურველ მიზანს. ამ ყველაფრის გაფიქრება რა თქმა უნდა მარტივია, თქმა უფრო რთული და გაკეთება მითუმეტეს ზოგიერთისთვის შეუძლებელიც კი, თუმცა გულწრფელად მიზანდასახულ ადამიანს ხელს არაფერი შეუშლის და თავისი ფულის სიყვარულს აქცევს ერთ-ერთ საუკეთესო თვისებად.