სავარაუდოდ გსმენიათ რაიმე კრიპტოვალუტის, ბიტკოინის შესახებ. გსმენიათ რომ ამ სიახლემ ფაქტიურად დაიპყრო ფინანსური სამყარო, მისი ფასი დღითიდღე იზრდება და აღწევს მწვერვალებს! მათთვის, ვინც მუდმივად არის ჩართული კრიპტო სამყაროს ამბებში, ეს საკითხი გასაგებია და თავიანთი აზრიც კი გააჩნიათ იმასთან დაკავშირებით თუ რომელი ჯობს კრიპტო ვალუტა თუ ნამდვილი, ფიზიკური ფული. ერთის მხრივ კრიპტოვალუტა მომავლის ფულად ითვლება და ძალიან მიმზიდველია მისი ქონა ნებისმიერი ჩვენგანისთვის, ტრანზაქციების მალე განხორციელება, მისი რეალური ფასის მომატების შანსი და ა.შ. მეორეს მხრივ კი ნაღდი ფული უფრო სანდოა, მას ვხედავთ ფიზიკურად, შეგვიძლია ხელში დავიჭიროთ, ვიცით სად უნდა წავიდეთ რომ გადავრიცხოთ ფული ერთი ანგარიშიდან მეორეზე ან ავიღოთ სწრაფი სესხი და ა.შ.

მათთვის კი, ვისაც არაფერი სმენია ამის შესახებ, გავაკეთებთ მოკლე შესავალს კრიპტო ვალუტის კონცეფციის ზედაპირულად გაგებისთვის. დავწყოთ იმის განხილვით თუ რა არის ბიტკოინი და როდის შეიქმნა იგი. ბიტკოინი არის ელექტრონული ვალუტა, რომელიც შექმნა სატოში ნაკამოტომ 2009 წელს. მისი შემქმნელის შესახებ ტრიალებს ბევრი თეორია, ამბობენ რომ იგი იყო 1975 წელს დაბადებული იაპონელი პროფესიონალი კრიპტოგრაფი, თუმცა ასევე დიდი შანსია იმისა რომ სატოში ნაკამოტო არის უბრალოდ ფსევდონიმი, რომელიც რამდენიმე ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა დაირქვა და ამ სახელით ახორციელებენ ისინი მოქმედებას. ნაკამოტოს განცხადებით ბიტკოინი გადაწყვეტდა ყველა იმ პრობლემას, რაც აქამდე ნამდვილი კრიპტო ვალუტის გამოშვების შეფერხებას ქმნიდა.

კრიპტოვალუტა, როგორც უკვე მიხვდით, არის ელექტრონული ფული (ვირტუალური ვალუტა) რომელიც შექმნილი პროგრამის მიერ. კრიპტო ვალუტის ქონას არ ესაჭიროება ფიზიკური საფულე, საფულეც ვირტუალურია ვალუტის მსგავსად და არ საჭიროებს ყოველთვის თან ტარებას. ყველაზე დიდი დადებითი მხარე კრიპტო ვალუტების ქონისა არის ის რომ მათი მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციები გაცილებით სწრაფი და იაფია რეალური ფულით განხორციელებული ტრანზაქციებისგან განსხვავებით. ბიტკოინის ფასისა და პოპულარობის ასეთი უეცარი ზრდაც ამის გამოა გამოწვეული. მისი ყველაზე მიმზიდველი თვისება ის არის რომ იგი დეცენტრალიზებულია და არ საჭიროებს ცენტრალიზებულ მართვას. ჩვენს ნამდვილ ფულს ჩვენი კომეცრიული ბანკები და სხვა საფინანსო ორგანიზაციები მართავენ, თუმცა კრიპტო ვალუტას ჩვენ ვმართავთ და არ გვჭირდება შუამავალი ორგანიზაცია იმისათვის რომ ერთი ანგარიშიდან მეორე ანგარიშზე თანხა გადავრიცხოთ.

მიუხედავად იმისა რომ არსებობს უამრავი დადებითი თვისება კრიპტოვალუტის შემოღების განხრით, ხალხი მაინც ვერ აღიქვამს ამ სიახლეს დადებითად და ეჭვი ეპარებათ იმაში რასაც ვერ ხვდებიან. პირიქით, მათ ურჩევნიათ ისევ იმ სანდო, ფიზიკური და ცოტათი ძვირი ფულით ისარგებლონ ვიდრე ამ სიახლეს დაუჭირონ მხარი და იყვნენ მუდმივ რისკზე ფიქრში. ჩვენთვის უფრო მარტივია კომფორტის ზონაში ყოფნა, ვიდრე სიახლეზე გადასვლა და ადაპტირება. ჩვენთვის ის უფრო მარტივია რომ წლებია ვიცით რა მომსახურება აქვს ბანკს და რა სახით შეგვიძლია ავიღოთ ფული, როგორ ავიღოთ სახლიდან გაუსვლელად სწრაფი სესხი და არ მოგვიწიოს ზედმეტი რამის გაკეთბა ან თავიდან შესწავლა.

*რეკლამა

ნამდვილი ფული ყველამ კარგად ვიცით რაც არის, რაში ვიყენებთ, როგორ ვიყენებთ და რამხელა მნიშვნელობა აქვს მას. ნაღდი ფულით შეგვიძლია ყოველდღიურად ვისარგებლოთ ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში, სადებეტო ან საკრედიტო ბარათით, მაღაზიებში, საბანკო დაწესებულებებში, კომუნალური გადასახადების გადახდის პლატფორმაზე, სწრაფი სესხის ონლაინ სერვის საიტებზე და ა.შ. ფიზიკური ვალუტა უკვე საუკენეები არსებობს და მისი მოხმარების ძირითადი კონცეფცია ყველასათვის ნაცნობია. რთულია ახალი რამის ათვისება და ჩვენი ცხოვრების მის გარშემო დატრიალება, ამის გამოა ზუსტად რომ დღესაც კი ამხელა წინსვლის შემდეგ კრიპტო სამყაროში, ხალხი მაინც ფიზიკურ ვალუტას ამჯობინებს.

მიუხედავად ასეთი განვითარების ტემპებისა რომელიც წარმოაჩინა ბიტკოინმა და სხვა ალტკოინებმა (ალტკოინი – ყველა სხვა კრიპტო ვალუტა ბიტკოინის გარდა “ბიტკოინის ალტერნატივა”), დღევანდელი საზოგადოება და ტექნოლოგია მაინც არ არის მზად იმისათვის რომ კრიპტო ვალუტა შემოვიდეს ყოველდღიურ ხმარებაში და ჩაანაცვლოს ტრადიციული ვალუტა. დღესდღეობით კრიპტო ვალუტით მხოლოდ რამდენიმე პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ და ისიც ონლაინ, ექსკლუზიურ მაღაზიებში. რამდენიმე წელიწადში ტექნოლოგიური პრობლემა გადაწყდება და ეს სიტუაცია შეიცვლება, თუმცა საზოგადოებასთან დაკავშირებული საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელია და კონკრეტული პასუხის გაცემა ამაზე არ შეგვიძლია.

ჩვენთვის უფრო მისაღებია ნაღდი ფული, ფიზიკური ვალუტა, რომელსაც ამოვიღებთ საფულიდან და გადავცემთ მაღაზიაში გამყიდველს. რომლის დახარჯვაც შეგვიძლია ტანსაცმლის მაღაზიაში ან განცალკევებით გახსნილ ხილ-ბოსტნეულის ჯიხურში. ვაშლის საყიდლად რომ მიხვიდე და უთხრა გამყიდველს რამდენი ბიტკოინი ღირს ერთი კილო ვაშლიო შეიძლება კი არ დაიბნეს დაგცინოთ კიდეც, იმდენად შორს არის ჯერ ეს ყველაფერი დღევანდელობისგან. სასაცილო იქნება თუ კი სწრაფი სესხი გაქვთ დასაფარი და კრედიტ ოფიცერს შესთავაზებთ რომელიმე კრიპტოვალუტაში დაფარვას, ან თვითონ სწრაფი სესხის აღების სურვილი გექნებათ კრიპტო ვალუტაში. წარმოუდგენელი იქნება ბანკში მიხვიდეთ და მოითხოვოთ რომ საკრედიტო ბარათი მოგცენ სადაც თანხის სახით ბიტკოინს გამოიტანთ კრედიტად, ან სულაც რომელიმე პლატფორმამ შემოგთავაზოთ კრიპტო ვალუტით სესხი.ეს ყველაფერი მხოლოდ დღეისათვის არის სასაცილო და წარმოუდგენელი, მომავალში რა თქმა უნდა ყველაფერი სხვანაირად იქნება. თუმცა, ჩვენ საუბარი გვაქვს დღევანდელ დღეზე და რა თქმა უნდა დღესდღეობით ვამჯობინებთ ნაღდ, ფიზიკურ ვალუტას, ფულს რომელსაც ხელში ვიჭერთ და უფრო დიდი ფასეულობა აქვს ჩვენთვის.

მიუხედავად იმისა რომ მომავალი ბევრ კარგ რამეს გვიმზადებს და ათასობით პროგნოზებია სპეციალისტებისგან კრიპტო ვალუტებთან დაკავშირებით, ეს მომავალი ჯერ კიდევ შორს არის. რა თქმა უნდა, ადაპტაცია სიახლეებთან აუცილებელია, თუმცა ძველის დავიწყებაც არ შეიძლება! ფულმა გაუძლო საუკუნეებს, მატერიალური ნივთის ფასეულობის ამსახველი სხვა ნივთები წლებია და საუკუნეებია არსებობს და თითოეული მათგანი ფიზიკური ფორმის იყო. პირველყოფილი ადამიანები საჭმელსა და იარაღს ცვლიდნენ ერთმანეთში, შემდგომ მოვიდა რკინისა და ქვის ერა, როდესაც ადამიანმა დაიწყო ბრძოლა როგორც ბუნებასთან და გარეულ ცხოველებთან, ასევე ერთმანეთთანაც კი.ამის შემდეგ კაცობრიობამ შეისწავლა რომ არსებობს ძვირფასი მეტალები და ზოგიერთ მათგანს მიენიჭა განსაკუთრებული ფასეულობა, ოქრო იყო ერთ-ერთი პირველი სახის ფული, წლების და საუკუნეების განმავლობაში ოქროს ედო უდიდესი ფასი, ოქროს ზოდები ინახებოდა ბანკებში, ოქროს მონეტები გამოიყენებოდა გაცვლის და საქონლის საფასურის გადახდის საშუალებად, დღესაც კი, ოქროული და მოოქროვილი სამკაული ფასეულ ნივთად ითვლება და მიუხედავად იმისა რომ ამ ძვირფას მეტალს შეეშვა კაცობრიობა, ნაკლებად იყენებს და უფრო დიდ ფასეულობას ანიჭებს ეროვნული ბანკების მიერ გამოშვებულ ბანკნოტებს, იგი მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს და მთლიანი იდეა მის უკან არ შეცვლილა. დღეს, ჩვენ საფულეში, ჩანთაში, ყულაბაში გვიდევს ფიზიკური ფული, ის რისი დანახვაც შეგვიძლია და რისი ხელში დაჭერაც წარმოსადგენია მარტივად. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ხმარებაში შემოვიდა საბანკო ბარათები (საკრედიტო და სადებეტო ბარათები) რომლებმაც თითქმის ჩაანაცვლეს ფიზიკური ფული, კაცობრიობა გადავიდა ელექტრონულ ცხოვრებაზე, ფული, მაღაზიები, მუსიკა, წიგნები, ყველაფერი გადავიდა არაფიზიკურ მდგომარეობაში და ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია მისი ყიდვა “ონლაინ” (ინტერნეტის მეშვეობით). თუმცა, ეს იმდენად დიდი ცვლილება არ არის როგორიც კრიპტო ვალუტა იქნებოდა. ეს ცვლილება მარტივად აღსაქმელი იყო მოსახლეობისთვის, გამომდინარე იქიდან რომ ბანკის ფუნქციონირება არც თუ ისე რთული გამოსაცნობია და მთავარი კონცეფცია ყველასათვის ნაცნობი იყო, ასეთი სახის ფულზე გადასვლაზე ნელ-ნელა ხდებოდა ხალხის შემზადება და ამან იმოქმედა დადებითად.

მომავალი განუსაზღვრელია და არავინ იცის რა გველის ჩვენ ან ჩვენს ფინანსურ მდგომარეობას. კრიპტო ვალუტის ყოველდღიური გამოყენებისთვის ჩვენ ჯერ არ ვართ მზად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ მას ჩვენს მომავალში არ აქვს ადგილი. როგორც ელექტრონულმა ფულმა დაიწყო ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენს ცხოვრებაში შემოსვლა, ისე აუღებს ალღოს კრიპტო ვალუტა ჩვენს ფინანსურ პრეფერენციებს. ჯერ-ჯერობით კი მას მხოლოდ საინვესტიციო ფორმა აქვს მიღებული და ცოტა თუ ხმარობს ყოველდღიური და ტრადიციული ფულადი სახსრების სახით. დაველოდოთ ცვლილებებს და მზად ვიყოთ მათთვის, ამჟამად კი ჩვენს უკვე არსებულ ტრადიციულ ფულსაც არ მოვაკლოთ ყურადღება.