სამომხმარებლო სესხი, ასე ვთქვათ, პასუხია იმ პრობლემებზე რომლებიც წარმოიქმნება გამოუვალი მდგომარეობის დროს, ეს არის პასუხი თქვენს ფინანსურ საჭიროებებსა და პრობლემებზე. დღეს, განსაკუთრებით ადვილია ასეთი პრობლემების მოგვარება, დღევანდელი გამარტივებული სესხის აღების პირობებითა და სისტემებით.სხვადასხვა ტიპის ფინანსური შეთავაზებები და ონლაინ სესხები, 5 წუთიანი პროცედურებ, წინასწარ დამტკიცებული სესხები და მინიმალური რაოდენობის მოთხოვნილი რეკვიზიტები მითუმეტეს გვიადვილებს ამ პროცესის გავლას და სესხის აღებას. მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი ეს ასეთი მარტივი და მიწვდომადი ჩანს, ჩვენ მაინც დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ როდესაც მივდივართ სამომხმარებლო სესხის ასაღებად. გამომდინარე იქიდან რომ თითოეული არასწორად გადადგმული ნაბიჯიც კი შეიძლება სარისკო აღმოჩნდეს და დიდი დაღი დაასვას თქვენს ფინანსურ მდგომარეობას.

*რეკლამა

დაუდევრობა, უყურადღებობა, უსწავლელობა, წინდაუხედავობა – ეს ყველაფერი განაპირობებს იმას რომ ჩვენ წინასწარი ინფორმაციის მოძიებისა და მიღების გარეშე მზად ვართ გადავდგათ მნიშვნელოვანი ფინანსური ნაბიჯი და ავიღოთ სასესხო ვალდებულება. საკვანძო შეცდომამ შესაძლოა მიგვიყვანოს არა უბრალოდ ჩახლართულ ფინანსურ მდგომარეობამდე, არამედ გაკოტრებასა და ვალებში ჩაფლობამდეც კი. შეიქმნება ფინანსური კრიზისი როგორც თქვენს პირად ბიუჯეტში, ასევე საოჯახო ბიუჯეტში. ეს იმოქმედებს თქვენს აწმყოსა და რა თქმა უნდა, მომავალზე. მაგრამ, ეს ყველაფერი აღწერს რადიკალურ მდგომარეობას და ამისი თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება თუ კი მიჰყვებით ელემენტარულ და ლოგიკურ ინსტრუქციებს და არ გაიმეორებთ ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს. ეს შეცდომებია:

  • შენი გადახდის უნარიანობის უგულებელყოფა – რა თქმა უნდა სამომხმარებლო და ონლაინ სესხები დიდი დამხმარეები არიან მაშინ როდესაც ფინანსური პრობლემა გვაქვს შექმნილი და საკმარისი ფულის მისაღებად მათ მივმართავთ ხოლმე, მაგრამ ფინანსური პრობლემა შესაძლოა სამომხმარებლო სესხებმაც კი შეგვიქმნას. მანამ სანამ შეიტანთ განაცხადს რომ გინდათ ონლაინ სესხები, ან მიხვალთ ბანკში რომ აიღოთ სამომხმარებლო კრედიტი, დაფიქრდით და გააანალიზეთ თქვენი გადახდის უნარიანობა, გასწვდებით თუ არა მომავალში ამ სესხის დაფარვას? არ ისესხოთ იმაზე მეტი რამდენსაც ვერ გადაიხდიდით, თუნდაც პერიოდული შენატანებით. გამოიყენეთ ონლაინ კალკულატორები ან უბრალოდ თქვენი გონება იმისათვის რომ დაიანგარიშოთ თქვენი გადახდის უნარიანობა.
  • ბევრი მსესხებლის მომსახურებით სარგებლობა – სესხის აღების ტრადიციული მეთოდების გარდა არსებობენ პირადი მსესხებლები, ქუჩაში მდგომი ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენელი პირები, ლომბარდები, წინასწარი ხელფასი ან პენსია, საახლობლო და სამეგრობრო წრე და სხვა. როდესაც სხვადასხვა წყაროდან იღებთ სხვადასხვა რაოდენობის სესხებს, როდესაც იგროვებთ ამდენ ვალდებულებას თქვენს ბიუჯეტში, იქმნება დიდი ფინანსური პრობლემა და ფაქტიურად სესხზე ფიქრისა და ნერვიულობის გარეშე ერთი დღეც კი არ გადის თქვენთვის.გარდა ამისა, თვითონ საბანკო დაწესებულებებიც გვთავაზობენ სხვადასხვა ტიპის სასესხო ვალდებულებებს და ესეც დასაფიქრებელი საკითხია. გსმენიათ ალბათ კლიენტის ისტორიის შესახებ რაიმე მაინც, საბანკო და საფინანსო დაწესებულებები აგროვებენ ინფორმაციას თავიანთი კლიენტების შესახებ, ქმნიან საკრედიტო ისტორიას და სხვა. ყოველი თქვენი მოთხოვნა, მიღებული სესხი და სასესხო ისტორია აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიაში, თქვენი გადახდისუნარიანობა იქნება მათ მიერ წინასწარ გამოთვლილი და როდესაც თქვენი საკრედიტო ისტორია აჩვენებს რომ თქვენ დიდი მოთხოვნილება გაქვთ სესხებზე, თქვენ გადახვალთ მომხმარებლების ისეთ კატეგორიაში რომლებიც ითვლებიან “სესხზე დამშეულად” და ბანკი შეაჩერებს თქვენთვის სესხის წინასწარ დამტკიცებას, გაამკაცრებს თქვენს სახელზე სესხის გაცემას და ფაქტიურად შეგეზღუდებათ საბანკო სერვისებით სარგებლობა.იმის გარდა რომ თქვენ არასასურველი კლიენტების სიაში მოხვდებით, თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე ძალიან ცუდად იმოქმედებს ამდენი სესხის ქონა. სამწუხაროდ საქართველოში გავრცელებულია ასეთი ტრადიცია რომლებსაც უმუშევარი მოსახლეობა აწვება, ისინი იღებენ სხვადასხვა ორგანიზაციებიდან სესხებს და შემდგომ არ აბრუნებენ მათ, სამწუხაროდ ეს არა უბრალოდ ორგანიზაციების კეთილდღეობაზე მოქმედებს, არამედ თვითონ ამ პირების სამომავლო ფინანსურ მდგომარეობაზე და ბანკის მიერ მათ აღქმაზეც.
  • სასესხო დეტალების დამალვა მსესხებლისგან – თქვენი სასურველი სესხის დეტალები, ისეთები როგორებიცაა სესხის ოდენობა, მისი სასურველი ხანგრძლივობა, სასურველი საპროცენტო განაკვეთი და სხვა. ასეთი სახის ინფორმაცია საკმაოდ მნიშვნელოვანია და არ შეიძლება მისი დამალვა მსესხებელი ორგანიზაციისგან. როდესაც მიდიხართ დიდი რაოდენობის თანხის სესხად მისაღებად, აუცილებელია რომ მსესხებელმა იცოდეს მიზეზი ამ სესხის მოთხოვნისა. თუ კი თქვენ დაფარავთ მნიშვნელოვან ინფორმაციასა და დეტალებს, გამოიყენებთ ამ თანხას არამიზანმიმართულად, მაშინ დიდი შანსია რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა უარყოფითად განვითარდეს.
  • წასაკითხი მასალის უგულებეყლოფა – ხშირად, იმდენად ვზარმაცობთ ხოლმე რომ არც კი გადავავლებთ თვალს იმ მნიშვნელოვან დეტალებსა და ინფორმაციას რასაც ფინანსური ორგანიზაციის რეგულაციები მოიცავენ და იმ მიზნით რომ რაც შეიძლება მალე ავიღოთ სასურველი თანხა. ასეთ დროს ჩვენი გონება უბრალოდ ფიქრობს რომ ჩვენი მოხერხებულობითა და მოცემულ სფეროში ზოგადი ცოდნით თავს დავიძვრენთ რთული სიტუაციიდან, ან კიდევ არც არაფერი იქნება შეცვლილი მოცემულ კონტრაქტში და სტანდარტული პირობები შეგვხვდება. რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვცდებით და ვუშვებთ საკმაოდ სერიოზულ შეცდომას. იმისათვის რომ ასეთ სიტუაციას აარიდოთ თავი, წაიკითხეთ გამუქებული, გახაზული და სპეციალურად გამოყოფილი მნიშვნელოვანი ტექსტი. გამოიკვლიეთ ხელშეკრულება დეტალურად რათა იცოდეთ თქვენი ვალდებულებები და უფლებები, სესხის გამცემის პასუხისმგებლობა, ხელშეკრულების ცვლილების პირობები და სხვა. მნიშვნელოვანია წაიკითხოთ ის თუ რას აწერთ ხელს, რათა მომავალში არ მოხდეს ისეთი ცვლილება ან ზედმეტი თანხის გადახდის ვალდებულება რომლის შესახებაც თქვენ არაფერი იცოდით.
  • სხვადასხვა ვარიანტების შედარების უგულებელყოფა – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას სესხის აღებასთან დაკავშირებით, ეს არის შედარების უნარი და მისთვის გამოყოფილი დრო. სანამ აირჩევდით თქვენს მსესხებელ კომპანიას, აუცილებელია დარწმუნდეთ რომ მასზე უკეთესი პირობები, უკეთესი კლიენტთა მომსახურება, საპროცენტო განაკვეთი, მოქნილი ხელშეკრულება და სხვა საკვანძო ფაქტორები არ აქვს სხვა კომპანიებს. დღესდღეობით საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობენ ონლაინ სესხები და მათი გამცემი ორგანიზაციები. მოიძებნება ათობით სესხები რომლებიც გაიცემა ონლაინ და რომელთა შესახებ ინფორმაციაც მოყრილია ერთდროულად ერთ პლატფორმაზე. ეს ყველაფერი გვიადვილებს სესხის აღებისას სხვადასხვა ვარიანტს შორის ყველაზე ოპტიმალურისა და ხელსაყრელის არჩევის პროცესს. არ მიენდოთ უბრალო რეკლამებს და ლამაზ პი-არ კამპანიას, მიენდეთ საკუთარ თავსა და გონებას, საკუთარ ცოდნას ამ სფეროში. მოიძიეთ და წაიკითხეთ უფრო მეტი, შეადარეთ ერთმანეთს ონლაინ სესხები, სამომხმარებლო სესხები,ლომბარდები, პირადი გამსესხებლები. შეადარეთ მათი საპროცენტო განაკვეთები, სესხის გაცემის ვადა, მათი ხელმისაწვდომობა, საკრედიტო ოფიცრების ხელმისაწვდომობა, გადახდის სიხშირე და მეთოდები, საკომისიო გადასახადების არსებობს და სხვა. შეადარეთ ერთმანეთს საფინანსო დაწესებულებები მათი სანდოობისა და ხარისხის მიხედვით. ეს თქვენ დაგეხმარებათ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტის არჩევაში, რათა სამომავლოდ თქვენ თანამშრომლობდეთ სანდო და მომგებიან კომპანიასთან.
  • სასესხო ვალდებულების ხანგრძლივობის გაწელვა ან გადავადება – ხანგრძლივ ვადიან სასესხო ვალდებულებებს თავისი ხიბლი აქვთ. ყოველ თვე იხდი მინიმალური რაოდენობის თანხას, არ გიწევს იმაზე ფიქრი რომ ორი სამი თვე გავა და მოგიწევს მთლიანი თანხის უცბათ მოგროვება, არ ნერვიულობ იმაზე რომ შენი ხელფასის უდიდესი ნაწილი ამ სესხის დაფარვაში დაგეხარჯება, გაქვს დიდი დრო იმისათვის რომ წყნარად დაფარო გრძელვადიანი სესხი და არ ინერვიულო ყოველდღე. მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ რაც უფრო გრძელვადიანია სესხი და რაც უფრო ხშირად გადაავადებთ მისი გადახდის თარიღს, მით უფრო მეტი ფულის გადახდა გიწევთ მთლიანობაში რაც გროვდება ვალად. დიდი საპროცენტო განაკვეთი გერიცხებათ და შესაძლოა საკომისიოებიც კი დაგემატოთ.
  • საკრედიტო ისტორიის უგულებელყოფა – თქვენ შეიძლება იფიქროთ რომ არც თუ ისე დიდი რაოდენობით სასესხო ვალდებულება გაქვთ და თავს მოაბავთ კიდევ რამდენიმეს აღება-გადახდას, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ეს ასე არ არის. ჩვენი საკრედიო ისტორია და გადახდისუნარიანობა მნიშვნელოვანი ფაქტორია რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მანამ სანამ ახალი სესხის აღებაზე ვიფიქრებთ მაინც.

მთლიანობაში ამ რამდენიმე შეცდომაზე გაცილებით მეტი შეცდომაა რასაც ვუშვებთ ყოველდღიურად თუნდაც ფინანსურ ცხოვრებასთან მიმართებაში და თუნდაც სამომხმარებლო სესხის აღებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომები რომელთა თავიდან აცილებაც საკვანძო საკითხად მიიჩნევა და მნიშვნელოვანია ამ რჩევების გათვალისწინება, რათა თქვენი სამომავლო ფინანსური მდგომარეობა არა თუ გაუმჯობესდეს, არამედ სტაბილური სახით განვითარდეს.