საქართველოში სწრაფი და ონლაინ სესხების პოპულარობა დღითიდღე იზრდება. მომხმარებლების რაოდენობა ყოველ წუთში მატობს და ყოველდღიურად ათასობით სესხი გაიცემა სხვადასხვა წყაროებიდან. სამწუხაროდ, არასამმარისი ინფორმაციისა და წინდაუხედაობის გამო, ბევრი კლიენტი აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში სადაც ყოველდღიური ზარები აწუხებს საფინანსო ორგანიზაციებისგან, იმის გამო, რომ ვერ უმკლავდება ვალდებულებებს. ეს ყველაფერი იმის ბრალია რომ ადამიანის ხასიათშია ის რომ რაც შეიძლება მალე სურს ფულადი სახსრების მიღება და რაც შეიძლება ნაკლები წინმსწრები დეტალებით. სწრაფი ონლაინ სესხების გამცემმა ორგანიზაციებმა გაამარტივეს ის დროის წამრთმევი პროცედურები რაც ბანკში სესხის აღებასთან იყო დაკავშირებული (ფიზიკურ ოფისში მისვლა, შესაბამისი რეკვიზიტების წარდგენა, გარკვეული დროის განმაობაში დასტურზე პასუხის გაცემის ლოდინი და ა.შ). დღეს უკვე 15 წუთშია შესაძლებელი გარკვეული თანის აღება სესხად სახლიდან გაუსვლელად და რა თქმა უნდა ამით მოიხიბლა ხალხი!

გარკვეულ კომპანიას ვერ ეყოლება ყველა კლიენტი მაქსიმალურად დაკმაყოფილებული და ყველაფრით ნასიამოვნები. იშვიათად თუ მოიპოვება ბიზნესის სფერო, რომელში მომუშავე კომპანიებიც მუდმივად აკმაყოფილებენ კლიენტებს თავიანთი მომსახურებით. ფინანსები კი ისეთი სფეროა, რომელშიც კლიენტის დაკმაყოფილება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ზომებს. ასევე სიფრთხილე მოითხოვება კლიენტებისგანაც. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს რომ საქართველოში სწრაფი სესხის მომსახურებით სარგებლობს ათასობით ადამიანი,მათ შორის სტაბილურად დასაქმებული და უმუშევარი მოსახლეობაა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 2016 წელს გაცემული იყო 4 მილიონი ონლაინ სესხი, 2017 წლის მონაცემებით კი, სწრაფი ონლაინ სესხი, რომლის დაფარვაზეც ვადა არის გადაცილებული, აღებული აქვს 500 000 ადამიანზე მეტს და მთლიანი თანხის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 10 მილიარდ ლარს. პრობლემა მდგომარეობს იმაში რომ როგორც წესი, უმუშევარი კლიენტურა რომელიც სარგებლობს ონლაინ სესხის მომსახურებით, სამომავლო გეგმებს სწორედ ვერ აწყობს და ხშირად ექმნება პრობლემა სესხის დაფარვასთან დაკავშირებით. რასაც მოსდევს მუდმივი ზარები საფინანსონო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, სტრესი, დამატებითი ვალების აღება და საქმის უარესად გაფუჭება.

ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ ადამიანი წინასწარ არ უფიქრდება სამომავლო ნაბიჯებს და ფულის იმ წუთას მიღების სურვილი ამოძრავებს მხოლოდ. სასესხო ვალდებულების პირველად აღების დროს საჭიროა ინფორმაციის მოძიება ამ სფეროზე, იმ წყაროების დათვალიერება რომლებიც გვთავაზობენ შესაბამის მომსახურებაზე ინფორმაციას, ფინანსური ორგანიზაციების მოძიება. იმისათვის რომ საბოლოოდ მიიღოთ გადაწყვეტილება სესხის აღებასთან დაკავშირებით, უნდა შეადაროთ სესხები ერთმანეთს და თქვენთვის ყველაზე კომფორტული პირობების მქონე კომპანიასთან ითანამშრომლოთ.

*რეკლამა

ზოგადად, როდესაც საფინანსო კომპანიასთან გაქვთ ურთიერთობა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ზოგიერთი კომპანია თაღლითობს ან დისკრიმინაციულ და არალეგალურ საქმიანობას ეწევა. სწორედ ამაში მდგომარეობს სესხების შედარების და კომპანიების გამოკვლევის აუცილებლობა! იმისათვის რომ თავიდან აიცილოთ ასეთ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და მათ მახეში თავის გაყოფა, აუცილებელია მიჰყვეთ რამდენიმე აუცილებელ წესს:

  1. მოიძიეთ ინფორმაცია სწრაფი და ონლაინ სესხების გამცემი კომპანიების შესახებ. გამოიყენეთ ულევი წყაროები საიდანაც შეგიძლიათ ინფორმაციის მიღება მათ შესახებ, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ სესხების შედარებას.
  2. ჩამოაყალიბეთ თქვენთვის სასურველი პირობები სასესხო ვალდბულებასთან მიმართებით. განსაზღვრეთ სასურველი თანხა და ვადა, რომლის განმავლობაშიც გეგმავთ ფულის გადახდას. შეადარეთ ერთმანეთს არა მხოლოდ სესხები, არამედ მათი საპროცენტო განაკვეთებიც. კარგად გაარკვიეთ რას მოითხოვს კომპანია სანაცვლოდ თანხის სესხებისა. ზოგიერთი საფინანსო ორგანიზაცია სთავაზობს კლიენტებს თანხის სესხებას გარკვეული საპროცენტო განაკვეთით, რომელიც გამოიანგარიშება წლიურად, თვიურად და თანხის რაოდენობაზეა დამოკიდებული. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც კომპანიები თავს იწონებენ უპროცენტო სესხის გაცემით, მაგრამ რეალურად აქვთ საკომისიო მომსახურების გადასახადი, რაც ასევე თანხის რაოდენობაზეა დამოკიდებული და მოიაზრება როგორც თანხის გირაოს გადასახადი ყოველ თვე.
  3. მას შემდეგ რაც ჩამოყალიბდით საკუთარი პირობების საკითხზე, აუცილებლად გაარკვიეთ რა პირობებს გთავაზობენ კომპანიები. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ყველა კომპანიას განსხვავებული საპროცენტო ან საკომისიო განაკვეთი აქვს, და ასევე ყველა სხვადასხვანაირად ითხოვს თანხის გადახდას. ზოგიერთისთვის აუცილებელია ყოველ თვე ერთი და იგივე რიცხვში გადახდილი თანხა (რომელიც წინასწარ არის განსაზღვრული) ამას დამატებული საპროცენტო განაკვეთი; ზოგი ამჯობინებს რომ სესხის რაოდენობა დაიფაროს წინასწარ და წლის ბოლოს გადაიხადონ კლიენტებმა პროცენტის ფასი; ზოგიერთი კი სულაც არ ითხოვს სესხის თანხის რაოდენობის გადახდას ჯერ, მათთვის მთავარია ყოველთვიური ე.წ. გირაოს საკომისიო გადაიხადოთ და წლის ბოლოს დააბრუნოთ 1 წლის წინ აღებული თანხა.
  4. გაარკვიეთ საფინანსო ორგანიზაციების თანხის წინასწარ დაფარვის საკითხები. სესხების შედარება მხოლოდ მათ თანხობრივი ზღვარის და დაფარვის ვადისათვის თვალის გადავლებას არ მოიცავს. ხდება ხოლმე ისე, რომ ადამიანს სჭირდება თანხა სასწრაფოდ, თუმცა იცის რომ 2 კვირაში ეს თანხა ექნება. ეს არის ისეთი გამოუვალი სიტუაცია, რომელშიც სხვა გზა არ არის, ადამიანმა უნდა ისარგებლოს სწრაფი ონლაინ სესხის მომსახურებით. 2 კვირის შემდეგ კი სრულად შეუხლია თანხის დაფარვა და ვალდებულების მოშორება. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ყველა კომპანიას თავისებური რეგულაცია აქვს თანხის წინასწარ შეტანასთან დაკავშირებით და შესაძლოა გაუგებრობაში აღმოჩნდეთ როდესაც გეტყვიან რომ წინასწარ დაფარვაზეც დამატებითი თანხა უნდა გადაიხადოთ. სესხების შედარების პროცესისთვის თავის არიდებამ შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი გაუგებრობა და ფინანსური დანაკარგები, რომლების თავიდან აცილებაც შესაძლებელია დასაწყისშივე, სანამ დაიწყებთ ონლაინ სესხით სარგებლობას. ელემენტარული ანალიზის და სესხების შედარების მეთოდით, ბევრი პრობლემის თავიდან აცილებაა შესაძლებელი.
  5. მას შემდეგ რაც გაარკვევთ კომპანიების პირობებს და თითქმის მოიფიქრეთ რომელი სესხის აღება გსურთ, დროა თქვენს მხარეს მიხედოთ და გაითვალისწინოთ რომ მომავალში მოგიწევთ ამ თანხის დაფარვა და პრობლემურ სიტუაციაში არ ჩავარდეთ. კომპანიის მხრიდან ყველაფერია მოგვარებული, ახლა დროა მივხედოთ კლიენტის მხარეს და ვიცოდეთ როგორ უნდა ვიყოთ საუკეთესო და უპრობლემო კლიენტი ნებისმიერი კომპანიისათვის. პირველ რიგში მართალი ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ კომპანიას თქვენს შესახებ, დროულად და საიმედოდ. უნდა უზრუნველყოთ ისინი თქვენი მოქმედი საკონტაქტო ნომრით ან ელექტრონული ფოსტის მისამართით, რათა სამომავლო შეხსენებები არ გამოგრჩეთ და მიიღოთ მაქსიმალური დონის მომსახურება კომპანიისგან.

იმ შემთხვევაში, თუ კი ვერ იხდით კომპანიის ვალს, არ აარიდოთ მათ ზარებს თავი. უპასუხეთ და გაესაუბრეთ საკრედიტო ოფიცრებს. ყველანაირი პრობლემის მოგვარება შეიძლება და ისინი დაგეხმარებიან პირობების შემსუბუქებაში, ვალის გადავადებასა და თანხის დაფარვის პირობების შეცვლაში. ამისათვის მთავარია სანდო ინფორმაცია მიაწოდოთ მათ, რადგანაც არანაირი სესხების შედარება და კომპანიების შესახებ ინფორმაციის მოძიება აღარ უშველის ფინანსურ პრობლემებს რომლებიც თქვენი დაუდევრობითვე მოხდა. თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე სასესხო ორგანიზაციას არ უნდა უწევდეს ზრუნვა.

სამწუხაროდ დღეისათვის საქართველოში შექმნილია ისეთი სიტუაცია, რომ თითქმის ყოველ მე-3 პირს უწევს სასესხო ვალდებულების აღება. როგორც ზევით მოყვანილი სტატისტიკა იძლევა ინფორმაციას, საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა აქვს მოსახლეობას აღებული სესხად და მათ გადახდას ვერ ახერხებენ. ეს პრობლემა გამომდინარეობს ორივე მხარის შეცდომებიდან. კომპანიების შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი არ აკონტროლებენ უფრო მკაცრად კლიენტების ინფორმაციას, არ ამოწმებენ და არ საჭიროებენ სტაბილურ დასაქმებასა და ხელფასს იმისათვის რომ თუნდაც მინიმალური თანხა გასცენ, თუმცა ზუსტად ამაში მდგომარეობს მათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დადებითი თვისება. კლიენტების პრობლემა და შეცდომა კი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი დაუდევრად მიდიან ისეთ სერიოზულ ნაბიჯზე, როგორიც არის ფინანსური ვალდებულების აღება კერძო კომერციული საფინანსო დაწესებულებისგან. აუციებელია იმის გააზრება რომ საფინანსო დაწესებულებები, საბანკო ორგანიზაციები და ონლაინ სესხის გამცემი სწრაფად მოქმედი კომპანიები მუშაობენ გარვეული კანონმდებლობის გათვალისწინებით, მათი არსებობა დამოკიდებულია ჩვენს მოთხოვნებზე და არ არის შემთხვევითი ან ძალდატანებითი.

იმისათვის რომ ეფექტურად ვითანამშრომლოთ ასეთ კომპანიებთან, საჭიროა მათი წესების გაცნობა, საკუთარ თავთან საკუთარ სურვილებსა და მოთხოვნებზე ჩამოყალიბება, ეფექტური სამომავლო გამოსავლის მოძიება და წინდახედული ნაბიჯის გადადგმა. გაითვალისწინეთ ყველა ის ეტაპი რაც ჩამოთვლილი იყო, აუცილებლად ისაუბრეთ საკუთარ თავთან და გაეცანით საფინანსო ორგანიზაციების შემოთვაზებებს, შეადარეთ სესხები ერთმანეთს, გაითვალისწინეთ მოულოდნელი შემთხვევების ალბათობა და მშვიდობიანად დაიწყეთ ურთიერთობა საფინანსო ორგანიზაციასთან.