თუკი თქვენ ძალიან ცუდი საკრედიტო ისტორია გაქვთ და არ შეგიძლიათ არც ბანკიდან და არც არასაბანკო კრედიტორებისგან ფულის სესხება, მაშინ ბოლო ვარიანტი იქნება კერძო პირისგან ფულის სესხება, ეს შეიძლება იყოს თქვენი მეგობარი, ნათესავი ან უცნობი ადამიანი, რომელიც ასეთ ხელშეკრულებებზეა სპეციალიზირებული. პირველ რიგში, თუ ცუდი საკრედიტო ისტორია გაქვთ და არ შეგიძლიათ ერც ერთ ბანკისა და არასაბანკო კრედიტორებისგან ფულის სესხება, მაშინ დროა დაფიქრდეთ თქვენს ფინანსურ სიტუაციაზე და ფულთან დამოკიდებულებაზე. და ამჯერად რატომ უნდა იყოს სხვაგვარად, თუ წარსულში არცერთხელ არ დაგიფარავთ ვალი? რა თქმა უნდა, ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ აღმოჩნდეთ, როდესაც საკრედიტო რეპუტაციის დაზიანება მოგიწვთ და ამჯამად კვლავ საგანგებო სესხი დაგჭირდებათ. და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენი სიტუაციაა და დარწმუნებული ხართ, რომ შეძლებთ ამ ნასესხი თანხის დაფარვას, მაშინ შეგიძლიათ იფიქროთ ახალ გზებზე, თუ როგორ ისესხოთ თანხა კერძო კრედიტორებისგან.

სესხი მეგობრის ან ახლობლისგან – მცირე დროით საგანგებო სესხის სათხოვნელად, საუკეთესო გზაა მიმართოთ თქვენს მეგობრებს, ნათესავებს, თანამშრომლებს ან ნაცნობებს და შეიძლება ვინმეს ჰქონდეს ზედმეტი გადადებული ფული და სურდეს სესხება. მაგრამ ფულის მეგობრისგან ან ნათესავისგან სესხებისას თქვენ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ვალის არ დაფარვის შემთხვევაში თქვენი ურთიერთობა შეიძლება სერიოზულად დაზიანდეს. მაგრამ ეს ზეწოლა შეიძლება სასარგებლოც აღმოჩნდეს, რადგან მოგიწევთ ფულის დაფარვა, გადალახავთ შიშს და სტიმული მოგეცემათ, რომ შეწყვიტოთ გადაცილება და დაიწყოთ ფულის შოვნა ვალეის დასაფარად. როდესაც კერძო პირთან ფინანსურ გარიგებას ახორციელებთ, აუცილებელია, რომ ორივე მხარემ ხელი მოაწეროს ფორმალურ სესხის ხელშეკრულებას, სადაც დაიწერება, თუ როგორი საპროცენტო განაკვეთი ექნება და რა მოხდება სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში. ასეთი ხელშეკრულების გარეშე შეიძლება გარკვეულ გაუგებრობას წააწყდეთ, რაც კიდევ ერთხელ, სავარაუდოთ, გააფუჭებს თქვენს ურთიერთობას. ასე რომ, დარწმუნებულნი იყავით და აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ფაქტი, როდესაც მეგობრისგან ან ოჯახის წევრისგან სესხულობთ.

*რეკლამა

უცხო ადამიანისგან სესხება – მეორე ადგილი, საიდანაც შეგძლიათ ფული ისესხოთ ეს კერძო პირია. ძველად ამ კერძო კრედიტორებს მევახშეებს უწოდებდნენ და ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში მათ ფიზიკური ზიანის მიყენებაც შეეძლოთ.

თანამედროვე სამყაროში კერძო კრედიტორები უფრო ცივილიზებულნი გახდნენ, მაგრამ მაინც ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ და ეცადოთ უცხო პირისგან სესხი არ აიღოთ. სწორედ ამიტომ, უკეთესია, თავდაპირველად მეგობრის ან ნათესავისგან ისესხოთ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს შეუძლებელი იქნება, მაშინ მიმართოთ კერძო პირებს. როგორც წესი, კერძო სესხების საპროცებტო განაკვეთი ძალიან მაღალია და პირობები არახელსაყრელი, მაგრამ თუ სხვა არჩევანი არ დაგრჩენიათ, ეს ერთადერთი შემოთავაზებაა, რომელსაც მიიღებთ.