მას შემდეგ რაც განვითარდა ინტერნეტი და თითქმის ყოველი მეორე ადამიანის სახლში არის ერთი კომპიუტერი ან სმარტფონი მაინც, ძალიან გაუადვილდათ თაღლითური სისტემის მწარმოებლებს ჩვენი მოტყუება და თავიანთი თაღლითური მეთოდებით ჩვენგან ფულის გამოძალვა, არა თუ დაუკითხავად და ძალით, არამედ მოტყუებით, ჩვენი ნებითა და ძალიან წყნარი მეთოდებით.

ასეთი გახშირებული თაღლითური სისტემები არამხოლოდ მოსახლეობას და სხვადასხვა სერვისის მომხმარებელ პირებს უშლის ხელს ნორმალურად ცხოვრებაში, არამედ იმ კომპანიებსაც რომლებთან ერთადაც ერთი და იგივე სფეროში მოღვაწეობენ ეს სისტემები. წარმოიდგინეთ რა რთულია ფინანსური ორგანიზაციის მფლობელისთვის ისეთ ბაზარზე მოქმედება რომელიც გადატვირთულია თაღლითებით და მოსახლეობაც ვერ უჯერებს მათ, რადგანაც მორიგი თაღლითი ჰგონიათ. წარმოიდგენაც არ გჭირდებათ მომხმარებლის მხრიდან მიღებული გამოცდილების, რადგანაც უმრავლესობა მკითხველისა სხვადასხვა სფეროს მომსახურების მომხმარებელია და შესაბამისად დიდი რისკის წინაშე დგანან.

2017 წლის დასასრულს ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, გლობალური მასშტაბით, 2016 წლიდან დღემდე 155%-ით არის გაზრდილი თაღლითური სისტემების რაოდენობა, ხოლო ამ სისტემების მსხვერპლის რაოდენობამ 70%-ით მოიმატა ბოლო წლებში.ალბათ გაგიკვირდებათ თუ კი გეტყვით რომ თქვენც შეგხვედრიათ ასეთი თაღლითური სისტემები, თუმცა შესაძლოა თქვენ არც კი მიგიგცევიათ მათთვის ყურადღება ან არ ჩაძიებულხართ უფრო ღრმად. გაიხსენეთ, შეგხვედრიათ თუ არა მიმზიდველი შინაარსის სარეკლამო იმეილი თქვენს საფოსტო მისამართზე გამოგზავნილი? შეგხვედრიათ თუ არა შეტყობინება რომელიც გთავაზობთ მიიღოთ სწრაფი ონლაინ სესხები საპროცენტო განაკვეთის გარეშე, ან დიდი ფასდაკლებით შეიძინოთ რაიმე პროდუქტი რომელიც იცით რომ ძალიან ძვირი ღირს. შეგხვედრიათ თუ არა ცნობილი ბანკის ან საბანკო დაწესებულების Facebook გვერდზე დარეკლამებული შეტყობინება რომელიც გთავაზობთ ძვირი საბანკო მომსახურების იაფად და სახლიდან გაუსვლელად მიღებას? ესე იგი თქვენც შეგხვედრიათ ასეთი თაღლითური სისტემები.

ყველაზე გავრცელებული ადგილები სადაც თაღლითური სისტემები შეგხვდებათ შემდეგია:

  • ონლაინ შოპინგის მაღაზიები
  • ელექტრონული საფოსტო ყუთი
  • სოციალური მედია

ელექტრონული საფოსტო მისამართის რომელიმე პლატფორმაზე დარეგისტრირებაც საკმარისია რომ მიიღოთ ასეთი სახის შეტყობინებები. საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი პლატფორმა თავისი მომხმარებლების მონაცემებს ჰყიდის სხვა კომპანიებს, აძლევს მათ თქვენს ინფორმაციას (კერძოდ საფოსტო ყუთის მისამართს) და ამით ღებულობს დამატებით შემოსავალს. ზოგ შემთხვევაში ინფორმაციის შემძენი უბრალოდ არეკლამირებს საკუთარ პროდუქციას, ზოგ შემთხვევაში კი თქვენი ინფორმაცია შეიძლება თაღლითების ხელში მოხვდეს და ერთ დღესაც დაგხვდეთ ელექტრონული შეტყობინება იმის შესახებ რომ თქვენ მოიგეთ რაიმე გათამაშება, რომლის შესახებაც არაფერი გსმენიათ და უბრალოდ შემთხვევითობის პრინციპით ამოვიდა თქვენი სახელი და გახდით იღბლიანი მოქალაქე. შეიძლება შემოგთზავაზონ სწრაფი ონლაინ სესხების აღება უმცირესი მონაცემების გადაცემით და მხოლოდ და მხოლოდ მათ პლატფორმაზე დარეგისტრირებით. შესაძლოა აღმოაჩინოთ თქვენი დიდი ხნის უნახავი და აქამდე არარსებული ნათესავი რომელიც ცუდად არის, სხვა ქვეყანაში ცხოვრობს და სასწრაფოდ ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, ან კიდევ იგი მშვენივრად გრძნობს თავს, თუმცა აქვს ძალიან ბევრი ფული, რომელიც არ იცის სად დახარჯოს და ფიქრობს თქვენ გადმოგირიცხოთ, თუმცა ამისათვის მას დასჭირდება თქვენი ანგარიშის ნომერი, თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათი, თქვენი პირადობის დამადასტურებელი ინფორმაცია და აი ასე იოლად შეიძლება მიიღოთ თანხა უცნობი ნათესავისგან. სინამდვილეში, აი ასე იოლად შეიძლება გახდეთ თაღლითური სისტემის მსხვერპლი და რეალურად არამც თუ თანხა მიიღოთ, არამედ წაგართვან კიდეც დიდი რაოდენობით ფულადი სახსრები.

*რეკლამა

ონლაინ შოპინგი ბევრ ჩვენგანს უყვარს. არსებობს ადამიანების კატეგორია რომლებიც უკვე ფიზიკურად მაღაზიებში აღარც გადიან, ან სულაც უცხოეთიდან იწერენ თავიანთ ტანის სამოსს, ესთეტიკურ საშუალებებსა და სხვა პროდუქტს. ბევრისთვის ეს გახდა ცხოვრების სტილი, რომელიც ნელ-ნელა სარისკო ხდება და დიდი ყურადღების დათმობა სჭირდება იმ პლატფორმას სადაც შეგყავთ თქვენი საბანკო ბარათის მონაცემები. არსებობს დიდი შანსი იმისა რომ სრულიად უცნობი ონლაინ მაღაზიები აღმოჩნდნენ ე.წ. “სკამერები” და მოიპარონ თქვენი ბარათის მონაცემები, მეორე დილას კი აღმოაჩინოთ რომ თქვენი ანგარიშიდან წაღებულია დიდი რაოდენობის თანხა.

სოციალური მედია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და თითქმის ყოველი ჩვენგანი დღეში დაახლოებით 6-7 საათს ატარებს Facebook-ზე, Twitter-სა და LinkedIn-ზე. ხშირად გვხვდება რეკლამები, მსგავსი შინაარსით: “გაიადვილეთ ცხოვრება და შეიძინეთ სახლიდან გაუსვლელად ულამაზესი საკმაულები (ან ნებისმიერი სხვა პროდუქტი”; “გაიმარტივეთ სესხის აღების პროცესი, მიჰყევით ლინკს და აიღეთ სწრაფი ონლაინ სესხები სულ რამდენიმე წუთში” ; “გახდით უახლესი iPhone-ის მფლობელი, გაჰყევით ლინკს…” ; “მიიღეთ დაუჯერებელი ფასდაკლებები ჩვენს ტურისტულ კომპანიაში, გაჰყევით ლინკს…” ; “შეიძინეთ მედიკამენტები 70%-იანი ფასდაკლებით, გაჰყევით ლინკს…”. ასეთი შინაარსის დარეკლამებული პოსტები დიდი რაოდენობით შეგხვდებათ და ყველა მათგანი მიგითითებთ რომ მიჰყვეთ მითითებულ ლინკს, რომელიც მოითხოვს თქვენს მისამართს, სახელსა და გვარს, შესაძლოა საკონტაქტო ტელეფონის ნომერიც მოგთხოვოთ და რა თქმა უნდა საბანკო ბარათის მონაცემები, რათა განახორციელოთ ტრანზაქცია. ტრანზაქცია ნამდვილად განხორციელდება, თუმცა არა იმ მიზნით რითიც თქვენ ფიქრობთ. ასეთი დაუდევრობით და არასანდო წყაროებით სარგებლობით თქვენ შეიძლება გახდეთ თაღლითური სისტემის მსხვერპლი და დაკარგოთ დიდი რაოდენობით თანხა.

მიუხედავად იმისა თუ სად შეგხვდებათ ასეთი შეთავაზება, არ უნდა დაგავიწყდეთ რომ თაღლითების საბოლოო მიზანი არის ჩვენი საბანკო ანგარიშისა და ბარათების ინფორმაციის მიღება და მთლიანობაში ჩვენი ფულის წაღება.

ყველაზე გავრცელებული ტიპის თაღლითური შეტყობინებებია:

  • მეილზე მოსული უცნობი ფასდაკლებები – კიბერ კრიმინალები ყველანაირად ეცდებიან თავიანთ თაღლითურ შეტყობინებას მისცენ ისეთი შინაარსი რომ მიიპყრონ თქვენი ყურადღება. გააფორმონ შეტყობინება ლამაზად, თვალისმომჭრელი ფერებითა და დიდად გამოსახული ფასდაკლების ნიშნებით ან სხვა მიმზიდველი შეთავაზებებით. რაც მთავარია, მათი მიზანია რომ გაჰყვეთ იმ ლინკს რაც მოცემულია შეტყობინებაში და გახდეთ მატი სისტემის მსხვერპლი. ხშირ შემთხვევაში ასეთი შეტყობინებები მარტივი აღმოსაჩენია და სანამ შეცდომას დაუშვებთ გონება გკარნახობთ რომ რაღაცაშია საქმე და ჯობს შეეშვათ ამის განხილვას, თუმცა ხდება ისეც რომ ცნობისმოყვარეობა გვითრევს და ბოლომდე მივყვებით ხოლმე ამ შეთვაზებას.
  • საბანკო შეთავაზებები რომლებიც ძალიან კარგია იმისათვის რომ ჭეშმარიტი იყოს – ბევრ ჩვენგანს შეგვხვედრია განცხადებები ელექტრონულ მისამართზე, სოციალურ მედიასა და თუნდაც ჩვენი სახლის შესასვლელთანაც კი, რომლებიც გვპირდებიან სწრაფი ონლაინ სესხების მიღებას წარმოუდგენლად დაბალი საპროცენტო განაკვეთითა და ღვთაებრივი პირობებით. ან გვპირდებიან საბანკო საკრედიტო ბარათის მიღებას რომელიც საჭიროებს მხოლოდ თქვენი პირადი მონაცემების შეყვანას რაიმე კონკრეტულ პლატფორმაზე. ან სულაც, თქვენ მოგეცათ შანსი მიიღოთ მონაწილეობა ბანკის ან რამე საფინანსო ორგანიზაციის გათამაშებაში თუ კი შეიყვანთ ტქვენი საბანკო ბარათის ინფორმაციას მოცემულ პლატფორმაზე.
  • თაღლითური “ლოტერეა” – ვის არ ჰქონია ოცნება იმის შესახებ რომ მიეღო ფული სრულიად უწვალებლად – უფასო ფული. ძალიან ბევრი ჩვენგანი მონაწილეობს “ლოტერეაში” და ბევრს აქვს იმედი რომ მისი იღბლიანი ციფრები ამოვა და მოიგებს დიდი რაოდენობის თანხას. გამომდინარე აქედან, თაღლითები მარტივად ხვდებიან რა გაგვახარებდა ყველაზე მეტად. ხშირად შეგხვდებათ შეტყობინება მობილურ ნომერზე, საფოსტო მისამართსა და სოციალურ მედიაზე სადაც გეუბნებიან რომ თქვენ ხართ იღბლიანი გამარჯვებული რომელმაც მოიგო მილიონი ლარი და საკმარისია უბრალოდ დაამტკიცოთ თქვენი ვინაობა წინასწარ განსაზღვრული მონაცემებით.
  • დაქირავებული მკვლელის შეტყობინება – 2015-2016 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან გავრცელდა შეტყობინება ე.წ. დაქირავებული მკვლელისგან, რომელიც ატყობინებს თავის მსხვერპლს რომ იგი დაქირავებული იყო მის მოსაკლავად და ამის თავიდან ასაცილებლად რაღაც რაოდენობის თანხა არის ჩასარიცხი მკვლელის ანგარიშზე, წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილი აუცილებელია. ასეთი შინაარსის შეტყობინებები შემდეგ მთელ მსოფლიოს მოედო და მსხვერპლად აქცია ძალიან ბევრი ადამიანი. არა სიკვდილის, არამედ უბრალოდ ფინანსური თაღლითური სისტემის მსხვერპლად.
  • რომანტიკული თაღლითური შეტყობინებები – თაღლითებმა კარგად იციან რომ ბევრი ჩვენგანი სიყვარულს ეძებს და ამას ისინი ბოროტულად იყენებენ. ონლაინ შეხვედრების საიტები და აპლიკაციები დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში, ხალხი იცნობს ერთმანეთს, ხვდებიან სასიყვარულო ურთიერთობების წამოწყებისთვის და ა.შ. რა თქმა უნდა თაღლითებიც არ გამოტოვებდნენ ამ შესაძლებლობას და დაიწყო ყალბი პროფილების შექმნა. ყალბი პროფილის დაფიქსირება არც თუ ისე მარტივია, თუმცა ბოლო პერიოდში მოსახლეობამ ისწავლა მეტ-ნაკლებად მათი გარჩევა.

სიფრთხილე ყველა საკითხთან მიმართებაში გვმართებს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც საქმე ეხება ფინანსებს და სხვა რისკიან საკითხებს. ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითების გარდა, არსებობს ასობით და ათასობით სხვადასხვა ტიპის თაღლითური სიტსემები რომელთა დაფიქსირება რთულია და უბრალოდ ელემენტარულ სიფრთხილეს მართებს ჩვენგან.