რა არის სესხი? სესხი არის ფულადი რესურსი, გაცემული ერთი მხარის მიერ მეორე მხარეზე, სამომავლო გადახდის სანაცვლოდ. სესხს როგორც წესი გასცემენ საკრედიტო დაწესებულებები, კომერციული ბანკები და ონლაინ და სწრაფი სესხის გამცემი ორგანიზაციები. თანხის რაოდენობა რაც გაიცემა, როგორც წესი განსაზღვრულია წინასწარ თანხის გამცემი ორგანიზაციის მიერ და მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ მოცემული რაოდენობის ფარგლებში მოითხოვოს სესხის მიღება. სესხი შეიძლება იყოს სპეციალური დანიშნულების, განსაზღვრული ბანკის მიერ ან მომხმარებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიერ. სესხის გაცემის ვადა განსხვავებულია სხვადასხვა დაწესებულებებში თავიანთი მიზნების მიხედვით. სასესხო ვალდებულების გაცემისთვის აუცილებელია ორი მხარის ურთიერთკავშირი და წერილობითი შეთანხმება. სესხის გამცემი დაწესებულება, როგორც წესი, წინასწარ ითხოვს სპეციალურად განსაზღვრულ დოკუმენტურას და რეკვიზიტებს, რისი გაცემის შემდეგაც სესხის მომთხოვნი იღებს თანხას სასესხო ვალდებულების სახით. სესხის მიმღები პირი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე. სესხის გამცემი ორგანიზაცია კი შეიძლება იყოს კორპორაციები, საბანკო დაწესებულებები, ფინანსური ინსტიტუტები, სახელმწიფოები და ინდივიდუალური მევალეები.

მათთვის, ვინც საქართველოში ცხოვრობს და წლებია ქართული ფინანსური მდგომარეობით არსებობს, ცნობილია ქართული სესხების ტიპები. თუმცა საკრედიტო ბიზნესი სხვა ქვეყნებშიც ფართოდ არის განვითარებული და უცხოელებიც არანაკლებ დროს უთმობენ სესხზე ფიქრს. ეს სტატია მოიცავს არა მხოლოდ ქართული სესხების განხილვას, არამედ მათ შედარებასაც უცხოეთის მსგავს სესხებთან და მცირედი სტატისტიკური მდგომარეობის მიმოხილვას.

*რეკლამა
  1. შვეიცარია – განხილვა დავიწყოთ ისეთი ქვეყნით რომელშიც არის ნეგატიური საპროცენტო განაკვეთი. რაც იმას ნიშნავს რომ სახელმწიფო კომერციულ ბანკებს ფულს უხდის იმისათვის რომ გასცენ სესხები მომხმარებელზე. ამიტომ, თუ კი სასწრაფოდ გესაჭიროებათ ფული და არ გინდათ სამომავლოდ დიდი საპროცენტო განაკვეთის დამატებით დაფაროთ მთლიანი თანხა, მაშინ გაგახარებთ თუ გეტყვით რომ შვეიცარია იდეალური ქვეყანაა თქვენთვის. განსხვავებით საქართველოს სესხებისგან, აქ იმდენად დაბალი საპროცენტო განაკვეთია, რომ სესხის აღება პრობლემად არცერთი მომხმარებლისთვის არ უნდა იქცეს. თუმცა, შესაბამისად, სესხზე მოთხოვნაც საკმაოდ დაბალია, გამომდინარე შვეიცარიის მაცხოვრებლების ხელფასებიდან.
  2. დანია – დანიური ბანკებიც, შვეიცარიის მსგავსად საკმაოდ დაბალ საპროცენტო განაკვეთებს სთავაზობს საკრედიტო მომსახურებით დაინტერესებულ კლიენტებს. საქართველოში ყველაზე პოპულარული სესხებია სწრაფი და ონლაინ სესხები, ეს გამომდინარეობას ქართველი მოსახლეობის მოთხოვნილებებისგან. საქართველოში ყველაზე პოპულარულია სწრაფი სამომხმარებლო სესხები იმის გამო, რომ მოსახლეობას დაბალი ხელფასები აქვთ და შესაბამისად ყოველი თვის ბოლოს სესხის აღების აუცილებლობა უჩნდება უმრავლესობას. დანიაში კი ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს იპოთეკური სესხი, რადგანაც ბინის ყიდვა წარმოუდგენელია ფულის შეგროვების გარეშე, დანიაში ბინების ფასი კი საშუალოდ 3 300 ევროდან იწყება კვადრატული მეტრობით. შესაბამისად, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება იპოთეკური სესხის მომსახურებაში და წლობით იხდიან ბინის საფასურს.
  3. ჩეხეთი – ჩეხეთში, მსგავსად ქართული სესხებისა, მრავლად არის სამომხმარებლო სესხების რაოდენობა და ბოლო რამდენიმე წლის სტატისტიკა აჩვენებს რომ ყველაზე ხშირი რაოდენობით გაიცემა სამომხმარებლო სესხები კომერციული ბანკებისგან. ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა კი დანიისა და შვეიცარიის მსგავსად იპოთეკურ სესხებზე გაცემული.
  4. რუსეთი – ვფიქრობ, რომ არავის გაუკვირდება როდესაც ვიტყვი რომ რუსული და ქართული სესხები საკმაოდ ბევრი ნიშნით ჰგვანან ერთმანეთს. ყველაზე პოპულარული ტიპის სესხი რუსეთში არის სწრაფი, ონლაინ სესხები, ისევე როგორც საქართველოში. სამომხმარებლო სესხი ზოგადად დიდი პოპულარობით სარგებლობს აზიურ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი პოსტ საბჭოური ტიპის სახელმწიფოებში. სწრაფი სამომხმარებლო სესხების შემდეგ რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს სტანდარტული სამომხმარებლო სესხები, ისეთები როგორებსაც გასცემენ კომერციული ბანკები. სტანდარტული სამომხმარებლო კრედიტის შემდეგ ყველაზე ხშირია მიზნობრივი სესხის აღება, როგორც წესი დიდი პოპულარობით სარგებლობს აქაც იპოთეკური სესხი და ბოლოს, მე-4 ადგილზე გადის სპეციალური მიზნით წარდგენილი სესხი, რომლის მთავარი ნიშანი იმაში მდგომარეობს რომ მომთხოვნმა კლიენტმა თანხის სანაცვლოდ თავისი ნივთები უნდა დაარეგისტრიროს (ნივთები, რომლებიც მის მფლობელობაშია) და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მას ჩამოერთმევა ეს ნივთები.
  5. ამერიკის შეერთებული შტატები – ამერიკის შეერთებული შტატები ყველასათვის ცნობილი ფინანსური და ეკონომიკური განვითარების ცენტრია. ყველა ვინც შორიდან უყურებს ამ ქვეყანას, ფიქრობს რომ ამერიკაში ფულის შოვნა ყველაზე მარტივი საქმეა და იქ მცხოვრებს არავის უჭირს. თუმცა, მხოლოდ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა იციან რეალური მდგომარეობა და მათ ვინც თვალყურს ადევნებს სტატისტიკურ ფინანსურ მონაცემებს.რეალურად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინანსური სახსრების მოთხოვნილება უფრო მაღალია ვიდრე სხვა განვითარებად ქვეყნებში, გამომდინარე იქიდან რომ აშშ-ში უფრო ძვირია ცხოვრების ღირებულება და ხშირად ხელფასები სულ არ შეესებამება ადამიანის ცხოვრების სტილის სრულ დაკმაყოფილებას. შესაბამისად, გავრცელებულია სესხის აღების სურვილი. მიუხედავად ამხელა მოთხოვნისა, ამერიკაში საკმაოდ გამკაცრებულია სესხის გაცემის წესები, სესხის აღების კულტურაც უფრო გათავისებულია და მომხმარებლებიც ბანკებთან ერთად, საკმაოდ საპასუხისმგებლოდ ეკიდებიან ამ საქმეს. ყველაზე ხშირად ამერიკაში გაიცემა იპოთეკური და საავტომობილო სესხები, სტანდარტულ სამომხმარებლო სესხთან ერთად. რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არსებობს სწრაფი ონლაინ სესხები, თუმცა ძალიან ხშირად დიდი შანსია იმისა რომ ასეთი ორგანიზაციები აწარმოებდნენ თაღლითურ საქმიანობას, გამომდინარე აქედან, მოსახლეობა დიდად არ არის აღფრთოვანებული ასეთი შეთავაზებებით.

ხუთი ქვეყანა რა თქმა უნდა საკმარისი არ არის იმისათვის რომ სრული წარმოდგენა შეგექმნათ სესხების კულტურის და პოპულარობისა მსოფლიოს გარშემო, თუმცა თითქმის ყველა ტიპის ქვეყანა იყო განხილული, გარდა ძალიან ღარიბისა და განვითარების პირველ სტადიებზე მყოფის, ან თემური ტიპის სოფლებისა. მთლიანი მსოფლიოს გარშემო შექმნილია სიტუაცია, სადაც აუცილებელია სწრაფი ფინანსური გადაწყვეტილების მიღება და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ესაჭიროება დამატებითი ან გაუთვალისწინებელი შემოსავალი.

ისევე როგორც საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც, ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს სამომხმარებლო სესხები. სტანდარტული სამომხმარებლო სესხი, რომელსაც როგორც წესი გასცემს კომერციული ბანკი და მისი მიზნობრიობა არ არის შეზღუდული. ასეთი ტიპის კრედიტი შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც რაიმე ნივთის შესაძენად, ბინის გასარემონტებლად, სამედიცინო დანახარჯების გასაწევად, კომუნალური გადასახადების გადასახდელად, გაუთვალისწინებელი ზარალის ასანაზღაურებლად ან სულაც ახალი ტანსაცმლის ან ყოველდღიური საკვები პროდუქტის საყიდლად. ასეთი სესხის აღებას კომერციულ ბანკებში როგორც წესი რამდენიმე საათი სჭირდება. მის დასამტკიცებლად მოთხოვნილი დოკუმენტები რადიკალურად არ განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, თუმცა თითოეული სახელმწიფო თავის რეგულაციას თვითონ აწესებს და შეიძლება რომელიმე ქვეყანაში რაიმე სპეციფიკური დოკუმენტიც კი მოგთხოვონ. განსხვავება საქართველოსა და განვითარებულ ქვეყნების საკრედიტო კულტურას შორის გახლავთ ის რომ საქართველოში სტანდარტულ სამომხმარებლო სესხზე მეტად ყურადღებას იპყრობს სწრაფი, ონლაინ სესხები. მათი აღება შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერი ადგილიდან თუ კი არსებობს ელექტრონული მოწყობილობა რომელიც უკავშირდება ინტერნეტის წყაროს. საჭიროა მხოლოდ იმის დადასტურება რომ პიროვნება სრულწლოვანია და აქვს სტაბილური შემოსავალი. ასეთი სესხის აღება მინიმუმ 15 წუთშია შესაძლებელი და მომხმარებელიც კმაყოფილია. საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენთან სახელმწიფოს აქვს იმის საშუალება რომ აკონტროლოს თითქმის ყველა ონლაინ სესხის გამცემი ორგანიზაცია. განსხვავებით ამერიკის შეერთებული შტატებისგან, სადაც არანაკლები რაოდენობის ონლაინ სესხის გამცემი ორგანიზაცია მოღვაწეობს, თუმცა რეგულაცია და მათი კანონისმიერება არ არის გარანტირებული და შესაბამისად, მოსახლეობაც ვერ ენდობა მსგავს კომპანიებს.

ყველას უნდა ფული! არ არსებობს იმაზე მარტივი და წამახალისებელი რამ მისთვის ვისაც სურს დაბალი პროცენტით სესხის უცბათ მიღება. ზოგი ამას აიგივებს უფასო ფულის მიღებასთან! რა თქმა უნდა ეს წარმოუდგენელიც არის, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში (რომლებიც ზევით ჩამოვთვალეთ), საკმაოდ რეალურია სესხის ისეთი საპროცენტო განაკვეთით აღება რომ თანხის დაფარვისას მისი 90% დამატებით არ გადაიხადოთ. მიუხედავად იმისა რომ ბევრი თვლის სასესხო ვალდებულების აღებას საკმაოდ სარისკო და არაწინდახედულ საქმიანობად, ვერავინ იტყვის იმას რომ სესხი არაპოპულარულია, გამოუსადეგარია და არავინ მის აღებას არ ცდილობს. მიუხედავად ყველა შესაძლებელი რისკისა, კომერციული ბანკები, მიკრო საფინანსო ორგანიზაციები და სხვა საბანკო დაწესებულებები ყოველდღიურად გავსებულნი არიან ისეთი კლიენტებით, რომელთაც სურთ სხვადასხვა ტიპის სესხის მიღება, იქნება ეს სამომხმარებლო, სპეციალურად განსაზღვრული მიზნის თუ უბრალოდ ხელფასამდე ასაღები თანხა. სასესხო ვალდებულებები დიდ როლს თამაშობენ ჩვენს ფინანსურ ცხოვრებაში და მათი აუცილებლობა განპირობებულია ჩვენივე მოთხოვნებიდან.