სესხის აღება საკმაოდ სარისკო საქმეა მაშინაც კი როდესაც საქმე ეხება მცირე ზომის თანხას. სასესხო ვალდებულების აღებას მოჰყვება საპროცენტო განაკვეთის გადახდის ვალდებულება, დროულად თანხის შეტანის ვალდებულება და სხვა. მათთვის, ვინც გამოუცდელია ამ საკითხში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვება იმ ორგანიზაციების შესახებ რომლებიც გასცემენ სესხებს. სარისკო და დაუცველი სესხები საკმაოდ მომრავლებულია საქართველოში და სამწუხაროდ ფაქტიურად არ არსებობს ორგანიზაცია რომელიც დაარეგულირებდა ამ პრობლემას. მთელი ინტერნეტის მასშტაბით გავრცელებულია თაღლითური სისტემები, რომლებიც ჰპირდებიან კლიენტებს სესხის მიცემას გარკვეული წინასწარი შენატანის სანაცვლოდ, ან გასცემენ სესხს ჩვეულებრივად და შემდეგ მომხმარებლისთვის სრულ ჯოჯოხეთს ქმნიან. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ასეთი შემთხვევები მხოლოდ ინტერნეტში კი არა, არამედ ფიზიკურ საბანკო დაწესებულებებსა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებშიც ხდება. სესხის აღება გახდა სარისკო საქმე და მოსახლეობაც უარყოფითად არის განწყობილი ამ ფაქტის მიმართ.

თუ კი ასეთი განუკითხაობაა ქართულ ფინანსურ ბაზარზე და სესხის აღება ამხელა პრობლემა გახდა დღევანდელი მოსახლეობისთვის, მაშინ ისმის კითხვა – ვის უნდა ვენდოთ სესხის აღებისას? არსებობს თუ არა სანდო ორგანიზაცია? ვის შეიძლება ვანდო ჩემი ფინანსური ცხოვრების მომავალი?

რა თქმა უნდა არსებობენ სანდო ორგანიზაციები და რა თქმა უნდა მარტივად შეიძლება მათი მოპოვებაც. მეტიც, სანდო ორგანიზაციების რაოდენობა უფრო მეტია თაღლითური საბანკო დაწესებულებების რაოდენობაზე და ამ მხრივ პრობლემის მოგვარება შეიძლება იმით თუ კი ყველაზე პოპულარულ და მოსახლეობაში განთქმულ სერვისს დასჯერდებით. მაგრამ ხშირად ხდება ისე რომ თქვენს თვალს და გულს დაიპყრობს უკეთესი შეთავაზებები ვიდრე პოპულარული წყარო გთავაზობთ. მაგალითად, უფრო დიდი რაოდენობის თანხა გაცილებით დიდი ვადით, დაბალი საპროცენტო განაკვეთით, ან მოხერხებული პირობებით, სესხის მიღების ელასტიურობით და სხვა. ამ შემთხვევაში წარმოიქმნება გადაწყვეტილების მიღების პრობლემა რასაც ზოგიერთ შემთხვევაში მივყავართ იქამდე რომ ადამიანი იბნევა და საუკეთესო პირობების ძიებაში ებმევა ხოლმე მახეში რომელიც თაღლითურმა კომპანიებმა დააგო.

ძალიან ლოგიკურია როდესაც ვამბობთ რომ უნდა ენდოთ პირველ რიგში კომერციულ ბანკებს. სესხის აღება პირველ რიგში კომერციული ბანკში ხდება, შემდეგ კი დანარჩენებ ფინანსურ დაწესებულებებში. კომერციული ბანკის სანდოობა გამოწვეული იქიდან რომ ამ ბანკებს მინიჭებული აქვთ ლიცენზია რომ გასცენ სესხი, იმუშაონ ქართულ ფინანსურ ბარაზე და შეასრულონ სხვადასხვა საბანკო ოპერაციები (როგორიც არის ვალუტის გაცვლა, ანაბრების შექმნა, სხვადასხვა მომსახურება კლიენტებისთვის, ა.შ.). ყველაზე სანდო ფინანსური დაწესებულება არის ეროვნული ბანკი, გამომდინარე იქიდან რომ ეროვნული ბანკი ემსახურება მხოლოდ კომერციულ ბანკებს და ფიზიკურ პირებთან არ აქვს კავშირი, შესაბამისად, ჩვენ გვიწევს კომერციული ბანკების მომსახურებით სარგებლობა. კომერციული ბანკები არიან კომპანიები რომლებსაც ეროვნული ბანკი ნდობას უცხადებს და მისი უფლებით გადაცემული ლიცენზიით დარწმუნებული მომხმარებელი თამამად შეძლებს შევიდეს ბანკში და აიღოს სესხი. დღესდღეობით სესხის აღების პროცესი გამარტივებულია ასჯერ და ათასჯერ. მემგონი არა ერთხელ შეგხვდებოდათ ინტერნეტში, სოციალურ ქსელში დასპონსორებული რეკლამა, საბანკო დაწესებულებების ოფიციალური გვერდებიდან სწრაფი სესხის აღებასთან დაკავშირებით. გაიხსენეთ, დღეში რამდენჯერ მოგდით შეტყობინება თქვენი ბანკისგან რომ წინასწარ დაგიმტკიცდათ სესხი, შესაბამისად თქვენთვისაც უმარტივესი ხდება სესხის აღება.

ერთ-ერთი ყველაზე სანდო წყარო, სესხის აღებისთვის, გახლავთ მიკრო საფინანსო ორგანიზაციები. ასეთ საფინანსო დაწესებულებებს ნებისმიერ უბანში, ნებისმიერ ქუჩაზე და კუთხეში წააწყდებით. მათი სახელების ჩამოთვლა ძალიან მარტივია, იმიტომ რომ მათი რეკლამები მუდმივად გადის ტელევიზორში ყველა არხზე და არანაკლებ გვხვდება სოციალურ ქსელშიც კი. მათი სანდოობაც, გამოიხატება იმაში რომ უზენაესმა საფინანსო დაწესებულებამ გასცა მათთვის საფინანსო საქმიანობის შესრულების ლიცენზია და ისინი ლეგალურად მოქმედებენ ქართულ ფინანსურ ბაზარზე. მათი სანდოობა ასევე გამოხატულია მათი პოპულარობითვე. დღის ნებისმიერ დროს, თუ კი გაივლით მიკრო საფინანსო ორგანიზაციების ოფესბთან სიახლოვეშიც კი, შეამჩნევთ ხალხის რიგს მათ შენობებთან და შიგნით ოფისებშიც. ეს არის იმის განმაპირობებელი რომ მათ ჰყავთ დიდი რაოდენობით მომხმარებელი, ძველი და ახალი მსურველი. გარდა ამისა, ძალიან მარტივად შეგიძლიათ შეამოწმოთ ხალხის აზრი ასეთი ორგანიზაციების შესახებ სოციალური მედიის დახმარებით. ახლა უკვე ყველა ორგანიზაციას აქვს სოციალური მედია გვერდი რისი მეშვეობითაც აწარმოებენ სარეკლამო კამპანიას, პი-არ კამპანიას და რითიც ურთიერთობენ საზოგადოებასთან. სოციალური მედიის ერთ-ერთი დადებითი თვისება ის არის, რომ მისი მეშვეობით საზოგადოებას შეუძლია თავისი აზრი დააფიქსიროს კომპანიის შესახებ. Facebook-ს აქვს ასეთი კარგი ხელსაწყო დამონტაჟებული, სადაც ხალხს შეუძლია გვერდებს გაუკეთოს შეფასება 1-დან 5 ვარსკვლავის ჩათვლით და დააფიქსირონ თავიანთი აზრები კომპანიის შესახებ. ეს ყველაფერი უფრო მეტად ამარტივებს იმის გაგებას რამდენად სანდოა კომპანია და რამდენად ღირს მათთან ფინანსური ურთიერტობის დაწყება.

*რეკლამა

ზოგადად, ადამიანი საკუთარ თავს უფრო ენდობა ხოლმე ვიდრე სხვის ნათქვამს და ეს სტატისტიკურადაც კი არის დამტკიცებული. რახან ასეა, გაიხსენეთ ის ონლაინ სერვისები რომლებიც გთავაზობენ სესხის აღებას. ხშირად ხდება ისე, რომ თქვენ გეთქვათ სესხის აღება მინდაო და ვინმეს არ შემოეთავაზებინა ათასი ვარიანტი, თუმცა თქვენ მაინც თქვენი პირველად გაფიქრებული ვარიანტი გერჩივნოთ. ეს ადამიანის ელემენტარული ფსიქოლოგიიდან გამომდინარეობს, ყველაზე მეტად ჩვენ ვენდობით საკუთარ თავს და ყველაზე მეტად ვენდობით იმ კომპანიას რომელიც ხშირად გვაქვს ნანახი მედიასა და სოციალურ ქსელებში, რომლის შესახებაც გვსმენია ბევრი მეგობრებისგან, სარეკლამო რგოლებიდან ან სხვა წყაროებიდან. თუმცა, ამ შემთხვევაში, ჯობს არ დავიბნეთ და გავაანალიზოთ რომ ეს ყველაფერი არის კომპანიის PR სამსახურის დამსახურება და მათი წყალობითაა რომ ჩვენს გონებაში ერთი და იგივე კომპანიის სახელი ტრიალების მთელი დღის განმავლობაში.

ასე თუ გავაგრძელებთ ბევრ კომპანიაზე ვისაუბრებთ და ბევრ სხვადასხვა აზრს შევეხებით. ყველას განსხვავებული გამოცდილება აქვს საბანკო დაწესებულებებთან მუშაობაში და ყველას საკუთარი აზრი გააჩნია. შესაბამისად, ვერ მოვუსმენთ ათას აზრს, იმისათვის რომ დასკვნა გამოვიტანოთ საკმარისია მცირედი ძალისხმევა და ელემენტარული ლოგიკური აზროვნება. პლუს, იმის ცოდნა თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება როდესაც გსურთ სესხის აღება რომელიმე საფინანსო დაწესებულებაში.

გაითვალისწინეთ რომ, სანამ გადაწყვეტთ რომელიმე ორგანიზაციაში სესხის აღებას:

  • შეამოწმოთ აქვს თუ არა ამ კონკრეტულ ორგანიზაციას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული ლიცენზია, რათა განახორციელოს საბანკო საქმიანობა, სხვადასხვა ფინანსური მომსახურება გაუწიოს კლიენტებს და გასცეს ფულადი საშუალებები სესხის სახით.
  • მოიძიეთ ინფორმაცია ამ კომპანიის შესახებ ოფიციალურ წყაროებზე. ეძებეთ მათი ვებ-გვერდი, სოციალური ქსელების ოფიციალური წარმომადგენლობითი გვერდები, წაიკითხეთ მათ შესახებ გამოქვეყნებული სტატიები და უყურეთ რეპორტაჟებს.
  • მოიძიეთ ინფორმაცია ამ კომპანიის შესახებ არაოფიციალური წყაოებიდან. გამოჰკითხეთ მეგობრებს, ნაცნობებს, ოჯახის წევრებს. მოძებნეთ ხალხი ვისაც ჰქონია გამოცდილება ამ კომპანიასთან და მოისმინეთ მათი აზრი და რჩევა.
  • შეადარეთ მოცემული კომპანია სხვა კომპანიებს. შეადარეთ მათი სტატისტიკური მონაცემები და ხალხის აზრი მათ შესახებ.
  • წაიკითხეთ მათი რეგულაციები. გაეცანით მათ წესებსა და მომხმარებელთა მომსახურების პოლიტიკურ სტრატეგიას.
  • იცოდეთ თქვენი უფლებები როგორც სახელმწიფო, ასევე საფინანსო კომპანიის რეგულაციების მასშტაბით.
  • გაითვალისწინეთ რომ ზოგიერთ სესხ სხვადასხვა ფინანსურ დაწესებულებაში მოჰყვება თავისი სპეციფიკური პირობები, საპროცენტო განაკვეთები, საშეღავათო სისტემები, ან სულაც, შემზღუდველი გამკაცრებული პირობები.

არ ენდოთ კომპანიებს რომლებიც გაძლევენ უსაფუძვლო დაპირებებს და თვლით რომ მათი შესრულება შეუძლებელი იქნება. არ ენდოთ კომპანიებს რომლებიც გთავაზობენ სასესხო ვალდებულებას ისეთი დაბალი პროცენტით, რომელსაც შვეიცარიაშიც კი არ შემოგთავაზებდნენ ბანკები რომლებსაც სახელმწიფო ასტიმულირებს რომ რაც შეიძლება მეტი სესხი გასცენ რაც შეიძლება დაბალი პროცენტით. არ ენდოთ კომპანიებს რომლებიც გთავაზობენ სესხს საპროცენტო განაკვეთის გარეშე, დააკვირდით კონტრაქტებს კარგად, სამდე ნახსენები იქნება საპროცენტო განაკვეთის შემცვლელი რამ, მაგალითად თანხის აღების მომსახურების საკომისიო გადასახადი ან სხვა რაიმე მსგავსი შეთავაზება. არ ენდოთ ისეთ პირებს რომლებიც მეტროსადგურის ჩასასვლელთან გხვდებიან პლანშეტითა და ფულადი სახსრებით და გეუბნებიან რომ 1000 ლარამდე სესხს გასცემენ მხოლოდ პირადობის მოწმობით და ა.შ. ენდეთ ისეთ კომპანიებს რომლებსაც ფიზიკურად დაუკავშირდებით და წარმოქმნილი პრობლემის შემთხვევაში ერთად შეთანხმდებით შედეგზეც.

გაითვალისწინეთ რომ ქართულ ბაზარზე არის ძალიან ბევრი თაღლითური კომპანია, თუმცა კეთილსინდისიერ საბანკო დაწესებულებებსაც თავს ვერ ავარიდებთ. შესაბამისად, უბრალოდ საქმეში ჩახედულობა და უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება არის ყველაზე კარგი გამოსავალი მათთვის ვინც გადაწყვიტა სესხის აღება და ეძებს სანდო კომპანიას.