არა მხოლოდ ქალები, კაცებიც აცხადებენ, რომ ფული თვალსა და ხელს შუა უქრებათ. ამ შემთხვევაში არ არის ნათელი რა და როდის შეიძინეთ. რა ტქმა უნდა შესაძლებელია ყველაფერი მივაწეროთ ფინანსურ კრიზის, მაგრამ უფრო ადვილი ვაკონტროლოთ ჩვენი ხარჯები.

ხარჯების კონტროლის მეთოდები:

შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ერთადერთი გზა ხარჯების გასაკონტროლებლად არის მხოლოდ ერთადერთი გზა – დასახარჯი თანხის ლიმიტირება. რა თქმა უნდა ეს არის მეთოდი, რომლის თანახმადაც მოგიწვეთ ყველაფრის შეზღუდვა, რისი ყიდვაც ბოლო პერიოდში სიამოვნებას განიჭებდათ. მაგრამ – არა, ფაქტობრივად,თანხის ხარჯვის მონიტორინგის საკმაოდ ბევრი გზა არსებობს.

*რეკლამა

პირველი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ არის ის, რომ აიღოთ ჩანაწერების წიგნაკი და ყველა გაკეთებული საჭირო დანახარჯი ჩაიწეროთ ამ წიგნაკში. ყოველ შემთხვევაში ზედმიწევნით უნდა ჩაწეროთ თუ რა იყიდე, როდის და რაში რამდენი დახარჯეთ.ამ დოკუმენტის საფუძველზე, ადვილი იქნება დაგეგმოთ შემდეგი თვის ბიუჯეტი და ხარჯები.

მეორე ეტაპი -არის თავშეკავება. სანამ სავაჭრო ცენტრში წახვალთ დაფიქრდით რისი ყიდვა გესაჭიროებათ და არ იყიდოთ სპონტანურად არაფერი. გააკეთეთ სია, სასურველია, გქონდეთ იმ საქონლის ჩამონათვალი, რაც ნამდვილად გესაჭიროებათ. პირველ რიგში, იყიდეთ ისინი, რმლის გარეშეც არ შეგიძლიათ ყოფნა. მაგალითად არჩევანი პურსა და მეათე წყვილ ხელთათმანს შორის, აშკარაა, რომ არჩევანი პურზე უნდა გააკეთოთ. თავიდან ეს რთული იქნება, მაგრამ შემდეგ აუცილებლად მიეჩვევით და ყველაფერი გამოგივათ.ბოლოს და ბოლოს, თქვენს კარადაზე არ იდგმება უამრავი არა საჭირო ნივთი და თქვენ გექნებათ მხოლოდ და მხოლოდ ხარისხიანი ნივთები.

შემდეგი ნაბიჯი გაძლევთ საშუალებას აკონტროლოთ ხარჯები – შეარჩიოთ ნამდვილად საჭირო ნივთები. ბევრი ადამიანი არის რეკლამის ზემოქმედების ქვეშ და ამ რეკლამის თანახმად ყიდულობს ბევრ არა საჭირო ნივთს. მაგალითად, გამოვიდა ახალი ტელეფონი, ყველას უნდა შეიქმნას იმიჯი მეგობრებს შორის და ყველა ყიდულობს, რაშიც უამრავი ფული იხარჯება. პლანშეტის შეძენაც ასეთი მნიშვნელოვანია,როდესაც ოჯახის ყველა წევრს ახალი სმარტ ფონი და ლეპტოპი აქვს? ასევე გაუგებარია, თუ რატომ სურთ ახალგაზრდებს მანქანის ყოველ 2-3 წელიწადში შეცვლა, იმის გამო, რომ მეზობლებმა არ თქვან, რომ ძველი მაქანა აქვთ. ასეთი ხარჯები იწვევს, იმას, რომ მომდევნო რამოდენიმე წლის განმავლობაში თქვენ უნდა იხადოთ ავტო სესხი, რომლითაც მანქანა შეიძინეთ და ტქვენი შემოსავლის დიდი ნაწილი წავა ბანკში სესხის დასაფარად. თუ თქვენ კმაყოფილი ხართ თქვენი მანქანით, რატომ უნდა გაიღოთ დამატებითი ხარჯი და რატომ უნდა შეცვალოთ მანქანა? უმჯობესი იქნებოდა უძრავი ქონების შეძენა, რომელიც დამატებით შემოსავალს მოგიტანდათ. თქვენ არ შეგიძლიათ განუსაზღვრელი ვადით აწარმოოთ პირადი ბუღალტერია, მაგრამ ეს განსაკუთრებით რთული იქნება, თუ ტქვენ ყოველ დღე სავაჭრო ცენტრებსა და ბუტიკებში ივლით. თანამედროვე სავაჭრო ცენტრებში თითქოს ყველაფერი გაკეთებულია იმისთვის, რომ ადამიანმა დაისვენოს, სინამდვილეში ძალიან ბევრი თანხების დახარჯვა უწევთ, კაფეებში, ბარებში, მაღაზიებში და ა. შ. გარდა ამისა, ყოველ ნაბიჯზე თქვენ გთავაზობენ ნივთების შეძენას განვადებით ან მიიღოთ სწრაფი სესხით საჭირო თანხა. რაღაც უნდა გავაკეთოთ, რომ თავი დავაღწიოთ ასეთ სიტუაციებს, პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ ვთქვათ-,,არა,,. მაღაზიაში, როდესაც გამყიდველი გეუბნებათ, რომ ეს ქურთუკი ძალიან გიხდებათ, მას ამაში უხდიან ფულს, რომ რაც შეიძლება მეტი პროდუქცია გაყიდოს. თუ თქვენ გააფორმეთ სესხი, საკრედიტო ოფიცრის სამუშაო დღეს ტყვილა არ ჩაუვლია. სესხის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ ხარჯავთ სხვის ფულს, ჩასესხება კი გიწვეთ საკუთარი ფულით, რომლისთვისაც უნდა იხადოთ საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი. იმისათვის, რომ თქვენ აკონტროლოთ თქვენი ხარჯები, დაჯექით და დაფიქრდით გჭირდებათ, თუ არა რეალურად კიდევ ერთი ქურთუკი გარდერობში, ან პლაზმური ტელევიზორი უახლესი ფუნქციებით, ან თუნდაც კიდევ ერთი ახალი ავტომობილი. ეკონომიის გაკეთება, სულაც არ ნიშნავს იმას,რომ პური, წყალი, ან საკვები პროდუქტები არ უნდა იყიდოთ.