სჭირდებათ თუ არა ბავშვებს ფული? უნდა მისცენ თუ არა მშობლებმა ბავშვებს ჯიბის ფული უბრალოდ ისე, თუ ბავშვებს უნდა შეეძლოთ ჯიბის ფულის გამომუშავება? რა ასაკიდან შეიძლება დაიწყონ მუშაობა და უნდა გადავუხადოთ თუ არა ფული საშინაო საქმეებისთვის და სწავლისთვის? კვლევების თანახმად, მოზრდილთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს საკუთარი ჯიბის ფული, ხოლო ნაწილი კი – კატეგორიული წინააღმდეგია.

რამდენი? როდის და რისთვის?

*რეკლამა

ზოგიერთი ბავშვი ჯიბის ფულს მშობლებისგან იღებს მანამდეც კი, ვიდრე სკოლაში წავა. ცხადია, 5 წლის ბავშვი მარტო არ დადის, მაშ რაში სჭირდება მას საკუთარი ფული? მაგრამ იმისთვის, რომ დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, ამ ფულით იყიდოს ნაყინი, თუ ჩააგდოს ყულაბაში, ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ბავშვს ფულს აძლევს მაშინ, როდესაც პირველ კლასში მიდის, რათა მან შეძლოს სკოლის სასადილოში საკვების ყიდვა. ჟურნალების და სათამაშოების ყიდვა, ისევ უფროსები აგრძელებენ. ზოგიერთ ბავშვს აძლევენ ჯიბის ფულს სახარჯოდ,მაგრამ ისინი ამ ფულს არ ხარჯავენ, ისინი მხოლოდ ტრაბახობენ ფულის ქონით. ზოგიერთი მშობელი ღატაკდება, როდესაც მათი შვილი უკვე მოზარდია და სჭირდება ფული ყოველდღიური ხარჯებისთვის. მშობლების უმეტესობა თვლის, რომ მოზარდს უნდა ჰქონდეს ჯიბის ფული, რათა მან შეძლოს ტრანსპორტით მგზავრობა, მეგობრების დასაპატიჟება, გასართობა და ა. შ. მცირე ნაწილი კი თვლის, რომ ბავშვმა უნდა იცოდეს ფულის ფასი, მათ უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ ჰქონდეთ ჯიბის ფული. მათი აზრით ეს ბავშვს უფრო ზრდის და აყალიბებს დამოუკიდებელ ადამიანად. ამავდროულად, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თინეიჯერებს ჯიბის ფულის არსებობა ჰმატებს რწმენას და დამოუკიდებლობას. რა თქმა უნდა, ეს არაა იმის გარანტია, რომ მომავალში აუცილებლად წარმატებულები იქნებიან, თუმცა ეს ხელს უწყობს მათ ეკონომიკურ ცოდნას. ეს ხშირად არ არის საკმარისი ბევრ მოზარდთან, რომელსაც არ შეუძლია გამოთვალოს თავისი ბიუჯეტი წინასწარ ერთი თვით ადრე. ისინი ხდებიან ფინანსური პირამიდების და თაღლითების მსხვერპლნი. ჰგონიათ, რომ ყიდულობენ ნივთს ფასდაკლებით, მაგრამ კრედიტის გაფორმების დროს არ კითხულობენ ხელშეკრულების პირობებს.

მოთხოვნილებისამებრ თანხას, ფსიქოლოგების თქმით აქვს რამოდენიმე მინუსი. მოზარდი ატყობინებს მშობელს თუ რისთვის სჭირდება ესა თუ ის თანხა. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს რა თქმა უნდა მშობელი. თუ ბავშვი ყოველთვის იღებს თანხას, როდესაც ის მშობლებს სთხოვს, შესაძლოა ისიც კი იფიქროს, რომ ფული გამოულეველი რაოდენობით არის, მამა იღებს მხოლოდ საფულეს და საფულიდან იღებს საჭირო თანხას.ასეთი გზით, რა თქმა უნდა, ბავშვი ვერ მიეჩვევა და ვერ ისწავლის იმას, რომ ფული დაზოგოს. ასე, რომ თუ სურვილი გაქვთ, რომ თქვენმა შვილმა ისწავლოს ფულის დაზოგვა და გადაიხადოს ხარჯები, თქვენ მას სისტემატიურად უნდა მისცეთ ფული,მიუხედავად იმისა, იგი ხარჯავს, თუ ისევ აქვს თანხა.ამით, ის სწავლობს დამოუკიდებლობას და ფულთან ურთიერთობას. ვინ რა თანხას გამოუყოფს თავის შვილს, ამას თავად მშობელი წყვეტს, იმის მიხედვით, თუ რა ფინანსური შესაძლებლობები აქვს და ასევე რა ღირს, მოზარდისთვის ყოველდღიური ხარჯები.
ვენდოთ, თუ შევამოწმოთ?
ფულის თემა ასევე ძალიან პრობლემატურ ოჯახურ თემას ეხება,ეს არის ნდობა. ის ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგნი არიან იმისა, რომ მოზარდებს ჰქონდეთ საკუთარი ჯიბის ფული, ფიქრობენ, რომ მოზარდების ნდობა არ შეიძლება. ისინი ფიქრობენ, რომ მოზარდები პირველივე შესაძლებლობისთანავე იყიდიან აკრძალულ ნივთებს: სიგარეტს, ალკოჰოლს და ნარკოტიკებს. ისინი ფირობენ, რომ 16 წლამდე მოზარდებისთვის ფულის მიცემა ხელს უწყობს მოწევას, დალევას და დროის გატარებას. უმეტესობა ფიქრობს, რომ მოზარდებს არ შეუძლიათ ფულის განკარგვა და არ იციან, სად და როგორ დახარჯონ. ისინი ასევე ფიქრობენ,რომ მოზარდებმა საკუთარი შრომით გამომუშავებული ფული უნდა მისცენ მშობლებს.
მოზარდები უფრო გონივრულები არიან, ვიდრე ზრდასრულ ადამიანებს ჰგონიათ. ბევრ მშობელს ჰგონია, რომ გადაწყვეტილებები მათ უნდა მიიღონ.