როდესაც ფულს სხვადასხვა წყაროებიდან სესხულობთ და იღებთ მოკლევადიან ან გრძელვადიან სესხებს, მარტივად შეგიძლიათ სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვა, გადააცილოთ სესხის ვადა ან საერთოდ ვერ შეძლოთ მისი დაფარვა. ასეთი სიტუაციები იშვიათობაა, მაგრამ მაინც ხანდახან ხდება, რადგან ფულის სესხება ძალზედ მარტივია და ზოგჯერ ადამიანი დაუფიქრებლად იღებს ამ სესხებს. და თუ მაინც აღმოჩნდით ასეთ სიტუაციაში სამი ვარიანტი გაქვთ: გაკოტრების განცხადება, პირადი ნივთების გაყიდვა ან “დროის ყიდვა”. დიახ, ბოლო ორი სიტყვა სასაცილო და სარისკო მოგეჩვენებათ, მაგრამ თუ სწორედ გათვლით თქვენს ნაბიჯებს, სესხის გადავადებით ჯარიმისა ან სხვა დამატებითი პროცენტების გადახდას თავიდან აირიდებთ.

*რეკლამა

საუკეთესო დრო, როდესაც სესხის დაფარვა სხვა სესხით შეგიძლიათ ეს ონლაინ სესხებით მოკლევადიანი სესხების დაფარვაა. თუ ისესხეთ ფული 30 დღით და ამჟამად არ გაქვთ საჭირო თანხა, შეგიძლიათ გამოიტანოთ სხვა მცირე მოკლევადიანი სესხი, შემდეგ კიდევ ერთი წინა სესხის დასაფარად და ასე შემდეგ, სანამ არ იშოვით საჭირო თანხას ვალის ბოლომდე გასასტუმრებლად. ამ პროცესს შეგიძლიათ მიჰყვეთ უსასრულოდ, თუ ყოველთვის ისარგებლებთ უპროცენტო სესხებით და რადგან გამსესხებლები მუდმივად კონკურირებენ, თქვენი სესხის საკმაოდ დიდი ხნით გადავადებას შეძლებთ უფასოდ. ამ გზით შექმნით ვალების თავისებურ ჯაჭვს და იმედია ერთხელ და სამუდამოდ დაფარავთ ამ სესხს. მაგრამ ფრთხილად იყავით ამ სქემასთან, რადგან თუ ვერ მიიღეთ უპროცენტო სესხი და მეორედ უარი გეთხრეს, მოგიწევთ ჯარიმების გადახდა, რაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად გაზრდის სესხის რაოდენობას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი; არასდროს არ აიღოთ სესხი წინა სესხის პროცენტის დასაფარად! თუ გამოიტანეთ მოკლევადიანი სესხი სხვა სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის დასაფარად, გახსოვდეთ, რომ მომავალ თვეში ორმაგი სესხი გექნებათ, არსებობს თქვენი სესხის დროის გადაცილების დიდი ალბათობა.
ასე რომ, ამ მეთოდთან ძალიან ფრთხილად იყავით, თუ სხვა არჩევანი არ გაქვთ და ეს თქვენი ერთადერთი გამოსავალია!