ვალებში ჩავარდნა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამაა,რაც შეიძლება დაემართოს ადამიანს. კრედიტორების ვალდებულებები გვაწევს კისერზე, როგორც უმძიმესი ლოდები, რომელიც არ გვაძლევს წამოდგომის, წელში გამართვის, მსუბუქად ამოსუნთქვის საშუალებას. ყოველდღიურად ემატება პროცენტები და ჯარიმები. იმის მაგივრად, რომ ჩვეულებრივ ვიფიქროთ: დასვენებაზე, მანქანაზე,სახლზე-ერთადერთი ოცნება რჩება ის,რომ ვიყოთ თავისუფალი ვალებისგან. ვალებისგან უნდა გავთავისუფლდეთ ნებისმიერ ფასად. საბედნიეროდ, ამ ოცნების განხორციელება შესაძლებელია.

პრობლემა საკრედიტო თანხების აღებაში მდგომარეობს იმაში, რომ იმდენ სესხებს და ვალდებულებებს ვიღებთ, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ, თუ რამდენად დიდი ნაწილი მიდის ჩვენი შემოსავლის ბიუჯეტიდან კრედიტების დასაფარად. ასეთ დროს ჩვენ გირჩევთ დაფიქრდეთ რამოდენიმე ქვემოთ ჩამოთვლ რჩევაზე, რომელიც დაგეხმარებათ ვალებიდან ამოძვრომაზე.

1. ეცადეთ კრედიტი დაფაროთ დათქმულ ვადაზე ადრე

საქმე იმაშია, რომ ბანკები სპეციალურად ცდილობენ ვალების გაწელვას,რა თქმა უნდა, თქვენ ხომ მათ ყოველთვიურად უხდით პროცენტებს. თუ თქვენ თანხას დაფარავთ დროზე ადრე, უპირველესად თქვენ შეამცირებთ ყოველთვიურ გადასახადებს, მეორეს მხრივ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა შეამციროთ კრედიტის ვადები. თქვენ ასე შეძლებთ ათიათასობით თანხის დაზოგვას. რა თქმა უნდა დაუფიქრებლად არ უნდა დაფაროთ თანხა წინსწრებით. თავდაპირველად, გაარკვიეთ, თუ რამდენი დაგრჩათ გადასახდელი. შემდეგ, აუცილებელია საკრედიტო შეთანხმების გადახედვა. რომელი ოპერაციებისთვის რა სახის ჯარიმებს გიწესებთ ბანკი? გახსოვდეთ, ბანკისთვის არ არის მომგებიანი თქვენს მიერ თანხის წინსწრებით დაფარვისას.

2. არ დააგროვოთ თანხა ანაბარზე, უმჯობესია დაფაროთ სესხი

აზრი არ აქვს თქვენ ბანკისგან თქვენს მიერ განთავსებული ანაბრისთვის ელოდოთ საპროცენტო განაკვეთს, როდესაც თქვენ თავად გაქვთ სესხი. დაფიქრით, რას უზავს ბანკი იმ თანხას, რომელიც თქვენ შეიტანეთ ანაბარზე? რა თქმა უნდა იგი გასცემს სესხს სხვა ადამიანებზე. არსებობენ ბანკები, რომლებიც მხოლოდ ამით არიან დაკავებულები. ნუთუ თქვენ გგონიათ, რომ ბანკი მოგცემთ სარგებლობის საშუალებას? ამრიგად, თუ თქვენ გსურთ ერთი წლის შემდეგ კარგი მანქანა შეიძინოთ და თქვენ ამისთვის აკეთებთ დანაზოგს, ამასთანავე გაქვთ კრედიტი სხვა ნოვთების შესაძენად, თქვენ უნდა დაითვალოთ შემდეგი ვარიანტი: მოხსნათ მთელი დანაზოგი და დაფაროთ კრედიტი წინსწრებით. ამ მეთოდით, მთელი ის თანხა, რომელსაც მანამდე იხდიდით კრედიტის დასაფარად, შეგიძლიათ დაზოგოთ ავტომანქანის შესაძენად. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენი კრედიტის პირობებსა და თანხებზე, რომელსაც ყოველთვიურად ზოგავთ.

*რეკლამა

3. გაეცანით რეფინანსირების მეთოდებს

თუ თქვენ გაქვთ კრედიტი რამოდენიმე საკრედიტო ბარათზე, სამომხმარებლო სესხი და კიდევ სხვა რამ, თქვენ უნდა მოახდინოთ თანხების ოპტიმიზირება, იმისათვის,რომ დროულად დაფაროთ სესხები. დაალაგეთ ყველა სესხი თავისი პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით. დაფიქრდით, შეძლებთ თქვენ თანხის რეფინანსირებას?მაგალითად, დროზე ადრე დაფაროთ თქვენი სამომხმარებლო კრედიტი, საკრედიტო ბარათით, რომელსაც უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს? მას შემდეგ, რაც მოახდენთ თანხის რეფინანსირებას, ეცადეთ, მაქსიმალურად დროზე ადრე დაფაროთ დარჩენილი კრედიტები, რომელიც ყველაზე უფრო ძვირი გიჯდებათ, დანარჩენებზე კი შეიტანეთ მინიმალური გადასახადები. ასეთი მეთოდით თქვენ შეძლებთ თქვენი გადასახდელი თანხის მაქსიმალურად შემცირებას.

4. ისესხეთ მეგობრებისგან და ნათესავებისგან

თქვენს ახლობლებს შეუძლიათ გასესხონ თანხები, ყველანაირი საპროცენტო სარგებლის გარეშე. მაგრამ ეს ფული თქვენ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ერთ-ერთი ზემოთ ჩამოთვლი მეთოდის განსახორციელებლად. გახსოვდეთ, რომ არანაირი ფინანსური ვალდებულებები არ არის იმაზე უფრო ძვირფასი, ვიდრე მეგობრები და ნათესავები არიან. ნურასოდეს დააყენებთ ამ ურთიერთობებს საფრთხის ქვეშ, გახსოვდეთ, რომ ისინი ნებისმიერი პრობლემის არსებობის შემთხვევაში დაგეხმარებიან. როგორც არ უნდა იყოს, კარგი ურთიერთობები შესაძლოა გახდეს წყარო იმისა, რომ უპროცენტოდ იშოვოთ ფული.

5. ქონების გაყიდვა

ბოლო ვარიანტად შეგიძლიათ განიხილოთ ნივთების გაყიდვა, რათა დროზე ადრე დაფაროთ სესხი. იმიტომ, რომ როდესაც ბანკი გაგიყიდით ქონებას, ის გაყიდის ძალიან იაფად, იმისთვის, რომ დაფაროს საპროცენტო განაკვეთები და ჯარიმები. ამიტომ, თქვენ უნდა დაასწროთ მას და უნდა გაყიდოთ ბანკზე ადრე. ამის გაკეთება რთულია, მაგრამ სხვა გზა არ გრჩებათ.